განათლებას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ეს რგოლი, ისე რომ XXI საუკუნის ადამიანის სურვილებსა და მისწრაფებებს სწორად მოერგოს, ამაზე წარმოდგენა ადამიანთა მცირე ჯგუფს თუ გააჩნია, ხოლო ამ წარმოდგენების რეალობაში გადმოტანა და განხორციელება ერთთეულებს სწადიათ. სწორედ ასეთი გამოდგა ნათია სართანია და მისი შვილობილი „შემოქმედებითი განათლების სტუდია“ ქართული რეალობისთვის. მაშინ როცა სფეროს კრიზისი აშკარა იყო და ყველაზე მეტად საჭიროებდა განახლებას, უბრალოდ იდეამ რომლის განხორციელებაც აუცილებელი იყო CES-ს პირველი ნაბიჯები უზრუნველყო. მაშინ შეიძლება ვინმესთვის უტოპია, დღეს უკვე მრავალი ადამიანის რჩეული ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

10 წლის შემდეგ CES აგრძელებს წინსვლას და გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  იდეით ანთებული ენერგია არასდროს არ ჩაქრეს. უბრალოდ უნდა აკეთო ის რაც გიყვარს და ეს მუხტი აუცილებლად გადამდები აღმოჩნდება სხვათათვისაც.. სწორედ ამაში ვლინდება ჩვენი შემოქმედებითობაც, ყოველი იდეა და მისი განხორციელება დამატებითი ბიძგი ხდება სხვებისთვისაც – მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ჩვენი საერთო უკეთესი მომავლის განმსაზღვრელიც.


———————————————————————————————————————————–


CES-ში პირველივე მისვლისას მივხვდი, რომ ძალიან ახლო და თბილ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც თითოეულ ადამიანს მუსიკისადმი სიყვარული აერთიანებდა. მეც იმთავითვე ამ მთლიანობის ნაწილად ვიგრძენი თავი და ასე გრძელდება დღემდე. ლექტორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები თუ მუსიკოსები, ყველანი ჩვენთვის ძვირფასი იდეების გარშემო შემოვიკრიბეთ და უთქმელადაც გამოვნახეთ საერთო ენა, რამაც მოტივაცია მოგვცა გვეკეთებინა ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. მადლობა CES-ს აღმოჩენილი ადამიანებისთვის, საყვარელი ლექტორებისთვის, თავდაყირა დაყენებული იდეებისთვის და იმ თბილი გარემოსთვის, სადაც თუ ერთხელ მოხვდები იქ აუცილებლად დაბრუნდები.

მარიამ ლეჟავა

CES-ის შესახებ ყურმოკვრით მსმენოდა და მსმენოდა მხოლოდ საუკეთესო.ჩემი აქ მოხვედრის ისტორია სრულიად მოულოდნელი და სპონატურია.რიგითი სქროლვისას წავაწყდი მუსიკალური ჟურნალისტიკის კურსს, რომელიც მეგობრისთვის მომეწონა.ღია კარის დღეზე გამოვისეირნე და იმდენად მომხიბლა ჯგუფურად მუსიკის მოსმენის, განხილვის და განცდილის დაშეარების იდეამ,რომ დავრჩი და შემოვრჩი :)) მუსიკა ჩემთვის სულ განწობის სტაბილიზატორის როლს ასრულებდა, აქ კი იმხელა სამყარო და განსხვავებული მედიუმი დამხვდა. ისტორიით, მესიჯებით, აქტივიზმით თავი უცხოპლანეტელი მეგონა, რომელმაც მუსიკა აღმოაჩინა და ამ აღმოჩენით იმდენად ბედნიერი იყო რომ საიდან დაეწყო ვერც კი ხვდებოდა.მივხვდი რომ რაც არ უნდა მომესმინა ზღვაში წვეთი იყო და მუსიკა იმდენად უკიდეგანო აი უვრცესი სივრცე რა ;დიმდენი არტისტის შესახებ გავიგე,ეხლა რომ უმაგათოდ როგორ ვძლებდი მიკვირს.ხალხი კიდევ გა-საოცარი <3დღეს ბედნიერი ვარ, რომ დოას რიგითი “მოცეკვავე” ვარ.

HBD და მრავალი იუბილე მომელოცოს 🥳

სალომე ვარდანაშვილი

CES 10 წლისაა და 10 წელია არის სახლი, იმ ადამიანების ერთობის, რომლებიც ყოველდღიურად, პატარა თუ დიდი ნაბიჯებით ქმნიან უკეთესს სამყაროს.

CES საშვილიშვილო ქომიუნითია და დიდი პატივია ვიყო წევრი ამ ცოცხალი ორგანიზმის.

მადლობა სტია და მადლობა თითოეულ  CES-ს წევრს

ათწლეული გავლილია წარმატებით!

გვანცა უთურა

წარმოუდგენელია სრულყოფილად და თან მოკლედ იმის ახსნა, თუ რამხელა გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე CES – მა!  

CES – უდიდესი სიყვარულით და სილაღით სავსე ჯადოსნური სახლი, სადაც სწავლობ, ქმნი, იზრდები, ურთიერთობ … აქ მოსული ბევრი მინახაავს, მარა წასულიი არავიინ… 😉 

მილიარდი მადლობა სტიას, რომელმაც სული შთაბერა CES – ს და ყოველდღიურად ზრუნავს მის განვითარებაზე. 

ყველას გილოცავთ CES – ის დაბადების დღეს! 

თამთა გვარლიანი

Ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ CES-ში პირველ ლექციაზე ჩემი მეორე, უფრო გაბედული, მხნე და ცნობისმოყვარე ნაწილი დამხვდა. Ამ ნაწილს გვერდით მივუჯექი და იმის შემდეგ ერთად ვცხოვრობთ.

Ძალიან მინდა, რომ CES კიდევ ბევრი 10 წელი მყარად იდგეს განძის მაძიებლებისთვის, გზააბნეულებისთვის, იმედგაცრუებულებისთვის და მათთვისაც, ვინც ზუსტად იცის ამ ადგილიზე რატომ მოვიდა. 

ბოლო წლების ძააააალიან ბევრი სირთულის და აშლილობის მიუხედავად, CES is HOME. 

Happy Birthday CES! 

ნინო დავაძე

CES – მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სასწავლებელია, თავისი გახსნილი, შემოქმედებითი მიდგომების გამო განსხვავებული გამოცდილების, პროფესიის, გემოვნების და მსოფლმხედველობის ადამიანებს აერთიანებს, ერთი იდეის – მუსიკის უპირობო სიყვარულის – გარშემო. რამდენადაც სკოლის დამფუძნებლები წლებია უდიდესი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ეკიდებიან ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ, ეს ძალისხმევა მომავალში არსებით ცვლილებებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე, ვინაიდან როგორც კონფუცი ამბობდა:

“If one should desire to know whether a kingdom is well governed, if its morals are good or bad, the quality of its music will furnish the answer.” CES სწორედ თავისი მრავალფეროვნების გამო, უდიდესი პოტენციალი აქვს ხარისხიანი მუსიკის შექმნის მიმართულებით.


თინათინ მიქიაშვილი

„გულში სულ სიმღერები მიმღერის და არ ჩერდება სიმღერები“

– ძალიან პატარა ვიყავი ეს წინადადება რომ ვთქვი და CES-ში მისვლის მოტივიც ზუსტად აქედან გამომდინარეობდა – მეპოვა ისინი, ვინც ამას გაიგებდნენ.

ვიპოვე, ვიპოვე ძალიან ბევრი ჩემნაირი და თან ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი.

ამიტომ CES ჩემთვის მიძინებული ინტერესების გამოღვიძების, აღმოჩენების, უსასრულო და საინტერესო ლექციების, ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალების სამყაროა.

სტუდიას – მრავალ დაბადების დღეს, სტუდიაზე მეტად კი გარშემომყოფებს ვუსურვებ, რომ დიდხანს ჰქონდეთ CES-ის სამყაროში მოხვედრის შანსი.


მარიამ ტალიაშვილი

CES ჩემთვის დიდ ნაცრისფერ გარემოში ნაპოვნი ფერადი სივრცეა, რომელიც გეხმარება განავითარო შენი შესაძლებლობები, იპოვო მოტივაცია და ადამიანები, რომლებიც გავსებენ ენთუზიაზმით. ეს არის თავისუფლების მიკრო სამყარო, სადაც შეუძლებელია თავი კარგად არ იგრძნო და ერთი ახალი კარი მაინც არ გახსნა საკუთარ გონებაში.
CES-ს ვუსურვებ კიდევ ბევრ ფერად წელს, განვითარებას და ბევრ საინტერესო სტუდენტს. მადლობა პირველ რიგში, იმ საქმისთვის, რომელიც ამდენი წელი ენთუზიაზმით და საკუთარი საქმის სიყვარულით შენდება და მადლობა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს.

 სალომე ოთარაშვილი

CES-ი არის ის სივრცე, რომელიც ბევრ გულანთებულ და მოტივირებულ ადამიანს აერთიანებს და საშუალებას აძლევს მათ საკუთარი იდეები და გეგმები რეალობად აქციონ, რაშიც  ბოლომდე გვერდში უდგას. ასეთი დამოკიდებულების და მხარდაჭერის წყალობით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელდა.   ძალიან ვაფასებ ამ სივრცეს მიხარია რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

ეკატერინა ხარბედია

CES გილოცავ! პირველივე დღეს კარში შემობიჯებიდანვე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ხარ. რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, კიბეებს რომ აივლი და ძველი ხის კარს გააღებ, ყველაფერი ცუდი უკან გრჩება. იდეების და სიახლეების თავშესაფარი ხარ ბევრისთვის. მადლობა რომ შემახვედრე უამრავ ჭკვიან და ნათელ ადამიანთან. გაიზარდე ძალიან დიდი და იყავი სულ!

ქეთი რაზმაძე

უამრავი მიზეზი არსებობს რატომ უნდა გიყვარდეს CES და დარჩე – პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ ადგილას მოვხვდი. პანდემიის გამო სახლში გამოკეტვის შემდეგ, ალბათ პირველი იყო ეს კურსი, რამაც თავი მიკრა აქტიურ ცხოვრებაში.  გავიცანი ულამაზესი და ძალიან საინტერესო ხალხი. ლექტორების მოტივირებულობით, რომ სრულად გადმოეცათ ცოდნა, გარემოს რომელსაც ქმნიდნენ – საოცარი განწყობა იყო ჯგუფში ალბომების მოსმენის დროს, სრული თავისუფლება ჰქონდა ყველა ჩვენგანის ფანტაზიას. 

CES-ში უპირობოდ ყველა იპოვის საკუთარ თავს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ორი სიტყვის დაწერა მიჭირდა, თუმცა კურსის გავლის შემდეგ სამ თვეში გია ხადური თუ არ ვარ, გვერდზე ამაყად თავაწეული მივუჯდები. უამრავი საინტერესო მუსიკოსის და ჯგუფის შემოქმედებას გავეცანი და სრულიად სხვა კუთხით დავინახე მუსიკალური ინდუსტრია. თავდაჯერებულობა, მოტივაცია და ბიძგი, რომ სულ მზადყოფნაში ვიყოთ ახალი გამოწვევებისა და თავგადასავლებისთვის – ალბათ ეს და კიდევ სხვა მრავალი მიზეზი არსებობს, რატომაც ყავს CES-ს არაერთი უძღები შვილი, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა კურსზე, მაგრამ მაინც ბრუნდებიან. უამრავი მადლობა CES-ს ახალი ენერგიებისთვის და სიყვარულისთვის და კიდევ უამრავი დაბადების დღე მომელოცოს <3 

ნანუკა ბარნაბიშვილი

Creative Education Studio – სივრცე, სადაც ისწავლი ყველაფრის ისე აღქმას, რაც ვერც კი წარმოგედგინა, თუ შეიძლებოდა,რომ სხვაგვარად აღქმულიყო. რომ გგონია, ცისარტყელას 7 ფერი აქვს, ცესი ამ შვიდ ფერს 7 მილიონად დაგანახებს. მუსიკას ცესის მერე სულ სხვანაირად შევხედე. მუსიკის გაზიარება სიყვარულის გამოხატულებაა, მადლობა ცესს და დოას ბავშვებს თუ ლექტორებს ამ სიყვარულისთვის.~ ვულოცავ ცესს 10 წლის იუბილეს!

თაკო თინიკაშვილი

ძალიან ბევრჯერ მომიწია CES-ში სწავლა. ყოველ ჯერზე სხვადასხვა კურსებს გავდივარ იმდენად საინტერესოა ჩემთვის ეს გარემო. CES-მა მომცა შესაძლებლობა რომ პადემიისა თუ 2 ბავშვის მიყოლებით გაჩენის მიუხედავად არ შემეწყვიტა განბითარება და მესწავლა ონლაინ, მემუშავა ჩემთვის ყველაზე საყვარელ პროექტზე ( If Strangers ) საოცარ ჯგუფთან ერთად. ვთვლი, რომ უკვე ძალიან ღრმად გაიდგა ჩემში cesის სიყვარულმა ფესვები.

კატიშა დაშნიანი



Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *