თბილისში დაფუძნებული ლეიბლი giraffe tapes უკრაინის მხარდამჭერ კომპილაციულ ალბომს აქვეყნებს. ლეიბლი რომელიც რამდენიმე წლის წინ ოლექსანდრ დემიანენკოს მიერ დაფუძნდა, ძირითადად ემბიენთ ჟღერადობის მუსიკას უშვებს. აღნიშნულ კომპილაციურ ალბომში რომელსაც “...for my Ukraine” ეწოდება, ლეიბლის დამფუძნებელმა 27 ქართველი და უცხოელი არტისტი ერთი მიზნით გააერთიანა – ეს უკრაინის მხარდაჭერაა – ალბომი Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი და მისი შემოსავლიდან მიღებული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.