„Subtropics“ – ასე ჰქვია ბათუმელი ელექტრონული მუსიკოსის რეზო ღლონტის ახალ ალბომს, რომელიც 10 მარტს უკრაინულ ლეიბლზე „Muscut“ გამოიცემა.
თავად რეზო მეზღვაურია, ალბომი „Subtropics” კი სუბტროპიკულ პორტებს შორის საზღვაო მოგზაურობების დროსაა ჩაწერილი.
„ხმის დელიკატური დიზაინი და ემბიენთ ექსპერიმენტები შავი ზღვის რეგიონის აუდიო ექსკურსიად წარმოგვიდგება“, – ვკითხულობთ ალბომის აღწერაში.
ალბომი რეზო ღლონტის დებიუტია Muscut-ზე. ლეიბლი უკრაინელმა არტისტმა დიმა ნიკოლაიენკომ (aka Nikolaienko) დააარსა. მასზე გამოცემულია ისეთი მუსიკოსების ჩანაწერები, როგორებიც არიან Pavel Milyakov, Andrew Pekler, Yuri Lugovskoy, Chillera და სხვები.
ოფიციალურ გამოცემამდე შეგიძლიათ „Subtropics” Bandcamp-ზე წინასწარ შეუკვეთოთ: