Everything But the Girl – შესანიშნავმა დაუნტემპო პოპ დუომ, რომელიც ჩარტების სათავეში მეტწილად 90იან წლებში იმყოფებოდა, 24 წლიანი პაუზის შემდეგ ახალ პროექტს მოკიდა ხელი. მართალია, ალბომი Fuse სრულად 21 აპრილს გამოვა, მაგრამ ალბომის მთავარი ტრეკი უკვე დარელიზდა და ჩანს, თუ რამდენად შეეცადნენ მუსიკოსები ახალის და თავისი ბაზისის შერწყმას. ვფიქრობ, მათ ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ.