თაზო მეიფარიანი, 22 წლის გრაფიკული დიზაინერი და მუსიკოსია თბილისიდან. თაზო ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით და მისი შექმნა პატარაობიდანვე დაიწყო. შთაგონებას ყოველდღიური ცხოვრებაში გაჟღერებული ბგერებიდან პოულობს – რიტმებიდან და შაბლონებიდან, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვისმენთ. ქაოსსა და მოძრაობაში თაზო ყოველთვის ეძებს გზებს, რომ ეს ენერგია მის მუსიკაში ააჟღეროს.
“I Have To Remember My Dreams” პირველი ტრეკია თაზო მეიფარიანის სადებიუტო ალბომი “Cold Outside”-დან, რომელიც CES რექორდსზე გამოიცემა.
ასევე ადევნეთ თვალი Bandcamp, Spotify და Apple Music-ზე.