კლუბ KHIDI-ს ლეიბლი 2020 წლიდან აქტიურია და უკვე 6 რელიზს ითვლის.
ამჯერად ლეიბლი დიჯითალ სერიას აანონსებს, რომელიც ჯვარედინი ელექტრონული მუსიკის ჟანრებზე იქნება ორიენტირებული.
ლეიბლის მთავარი მიზანი ტექნო და ავანგარდული ელექტრონული მუსიკის დაახლოებაა, რაც კულტურულ გამოღვიძებას შეუწყობს ხელს.
პირველი რელიზი, რომელიც 31 მაისს გამოიცემა იაპონელ კომპოზიტორ, საუნდ იჟინერსა და პროდიუსერ ლემნას ეკუთვნის. მისი მუსიკალური შემოქმედება სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს და რითმული, ექსპერიმენტალური მიდგომა ემბიენთსა და ტექნოს აბალანსებს.
Written and produced by Maiko Okimoto
Mastered by Luminescent Mastering
Artwork photography by Sani