Kiefer – It’s Ok, BU
რბილი და თბილი როგორც ყოველთვის
Aphex Twin – Blackbox life recorder 21f / in a room7 f760
გირჩევთ ალბომის ფირფიტის შეძენას, რომელსაც საინტერესო დიზაინი აქვს ჩაშენებული
Alix Perez and Headland – Hellion
დიდი ბასების მოყვარულთა სამოთხე
Natalie Beridze – SPINES
ყველაზე უჩვეულო ვალსების მარათონი
ავტორი: ნათია სართანია
George Clanton – Ooh Rap I ya
2023-ში ჩემი საყვარელი ალბომები უმეტესად ნოსტალგიით არის გაჟღენთილი, ამიტომ ვისაც ჯორჯ კლენტონის ეს ალბომი მოსმენილი გაქვთ, მიხვდებით რატომაცაა ფავორიტი: 90-იანების თითქმის ბოი ბენდების მაგვარი ჟღერადობა, შუგეიზი, ელექტრონიკა, ცოტა ვეიპორვეივი და ცოტაც თითქმის კომიკური ვოკალი და მილენიალების ფიქრები: “I’m feeling like I’m fucking up my life”
Headache – The head hurts but the heart knows the truth
ჩემი დიდი თაყვანისცემა Vegyn-ის მიმართ ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, შესაბამისად როცა ზემოხსენებული ალბომი გამოცხვა, პატარა შეტყობინებაც ამომიხტა სპოტიფაიზე და დაუფიქრებლად ჩავრთე, დილის 7 საათზე კახეთიდან თბილისი გზას მოვუყვებოდი, წვიმდა, ციოდა და საუკეთესო დრო აღმოჩნდა ამ ალბომის მოსასმენად, ტრიპ ჰოპი, ეგზისტენციალური ტექსტები და Vegyn
Genesis Owusu – STRUGGLER
Punk, Funk, Post-punk, hip-hop, Spoken Word, ცოტა სარკაზმი, ცოტა აგრესია, სასწაული მელოდიურობა და აკვიატებადი ბილიკები (გიას და ლაშას დავესესხები)
ავტორი: გვანცა უთურაშვილი
დავით დათუნაშვილი- “ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა”
ეს ის ალბომია, რომელსაც წელს ყველაზე მეტჯერ მოვუსმინე,რომელიც ყველაზე მეტად მეამა და ვიცი ისაა, ზამთრის ცივ და უმზეო დღეებში , რომ დამჭირდება და ხშირად მივუბრუნდები …
ქავერ არტი ფერადი, მარტივი და ამავდროულად ჯადოსნურია.
ალბომის სათაური კი სადა და პოეტური.
” ზღვა ღელავს და მე მგონიაა, ასე მგონიაა, ნაპირი შეიცვლება მალეე”
მთლიანი ალბომი ერთ ამოსუნთქვაში ისმინება და ჩემთვის ზაფხულთან ასოცირდება, მსუბუქ საზაფხულო რომანთან, რომლის გახსენებაც გონებაში ზღვიდან მონაბერი ბრიზით და სახეზე ღიმილით გვირგვინდება <3
“შენ ხარ ქალთევზიი, ზღვის სტიქიაშიი, ოქროსთმიანიი …”
მუსიკალური ფაქტურა სადა და ჰარმონიულია.
საყვარელი კომპოზიციები: ყველა
მაგრამ გამორჩეულად: ქალთევზი, ჩემი სამყარო, მეფის ასულმა, მე ყველაფერი მომწყინდა, ღამე ხან რა მშვიდია, ზღვა ღელავს და მე მგონია, Skepomeli Neli
ერთი სიტყვით რომ შევაფასო ეს ალბომი ჯადოსნურია და თუ არ მოგისმენიათ, წინ ძალიან კარგი რამ გელით.
Caroline Polachek – Desire, I Want to Turn Into You
ამა წლის მეორე ფავორიტი, ამერიკელი მუსიკოსისა და პროდიუსერის Caroline Polachek-ის რიგით მეორე სტუდიური ალბომია, რომელიც 12 ბილიკისგან შედგება და ვნებიანი, მელოდიურად საკმაოდ მდიდარი, ტრანსპორმაციული პოპ გამოცდილება იქნება ყურთა თქვენთათვის და ამავდროულად სიყვარულის ყველაზე ბნელ კუთხე-კუნჭულებშიც გამოგზაურებთ.
როგორც ჩემი ძვირფასი მეგობარი ანა ამბობს ხოლმე “She’s my Roman Empire”-ო, მეც სადღაც მანდ ვარ და რაღა დაგიმალოთ მაგრად შევეთხლიშე :დ
ფავორიტი კომპოზიცია: Sunset
ბერძენი პროდიუსერის Evita Manji სადებიუტო ალბომი Spandrel? 10 კომპოზიციისაგან შედგება და როგორც Bandcamp-ზე განთავსებული აღწერა გვამცნობს კლიმატის კრიზისს,მუდმივად გადარჩენისთვის ბრძოლას და სამყაროს უსამართლობებს ეხმიანება.
ალბომის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პოსტ აპოკალიპტურ, ჩამოშლილ სამყაროში, ეულად შემორჩენილი ჰოლოგრამა მომაკვდავი გედის ბოლო სიმღერას ასრულებდა. რაც საკმაოდ ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად პოეტური და რომანტიულია ტექსტებიდან გამომდინარე.
მუსიკალურად ალბომი deconstructed club, experimental, avant pop, hyperpop ჟღერადობისაა და SOPHIE-ს მსმენელს განსაკუთრებით მოეწონება.
Evita Manji- Spandrel?
ბერძენი პროდიუსერის Evita Manji სადებიუტო ალბომი Spandrel? 10 კომპოზიციისაგან შედგება და როგორც Bandcamp-ზე განთავსებული აღწერა გვამცნობს კლიმატის კრიზისს,მუდმივად გადარჩენისთვის ბრძოლას და სამყაროს უსამართლობებს ეხმიანება.
ალბომის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პოსტ აპოკალიპტურ, ჩამოშლილ სამყაროში, ეულად შემორჩენილი ჰოლოგრამა მომაკვდავი გედის ბოლო სიმღერას ასრულებდა. რაც საკმაოდ ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად პოეტური და რომანტიულია ტექსტებიდან გამომდინარე.
მუსიკალურად ალბომი deconstructed club, experimental, avant pop, hyperpop ჟღერადობისაა და SOPHIE-ს მსმენელს განსაკუთრებით მოეწონება.
fav one- Body/Prison
ავტორი: სალომე ვარდანაშვილი
Isodrome – Transitions
Isodrome არის ქართველი მუსიკოსის, გრიგორ ლაღიძის ემბიენთ პროექტი. ავტორის თქმით, ალბომი Transitions მოგვითხრობს ადამიანის მუდმივ გარდაქმნების შესახებ. იქნება ეს განწყობის, პროფესიის თუ ნებისმიერი სხვა მდგომარეობის ცვლილება.
Stia – Home
Home სტიას სადებიუტო ალბომია, სადაც აღწერილია ბავშვური სილაღე, სიხარული, სევდა, ბედნიერება, იმედგაცრუება და აღფრთოვანება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დაადგე შემეცნების გზას და გაიარო ის ეტაპები, რომლებიც მიგიყვანს იქამდე, საიდანაც თამამად მოიხედები უკან და იტყვი : “დიახ, ეს გზა ჩემი გაკაფულია”.
ავტორი: ქუჯი ტაბაღუა
Sampha – Lahai
ლონდონელი ავტორ-შემსრულებელი, Sampha ბოლო ათწლეულში იმედის მომცემი არტისტიდან გლობალურ მუსიკალურ ვარსკვლავამდე გადაიქცა. მისმა გამორჩეულმა ხმამ და მუსიკის წარმოების განსაკუთრებულმა უნარმა მას წინა ალბომით უკვე მოუტანა აღიარება, Lahai-ის კი ეს წარმატებული შემდეგ ეტაპზე აჰყავს. ნამდვილად ტოპ ალბომი 2023 წლიდან
billy woods & Kenny Segal – Maps
ნიუ-იორკელი რეპერი ბილი ვუდსი ალბათ ბოლო წლებში ის არის, ვინც ჰიპ-ჰოპში ყველაზე მეტად მეიმედება. ლოს-ანჯელესელ პროდიუსერთან კენი სეგალთან 2019 წელს გამოშვებული ალბომის შემდეგ, მათ კიდევ ერთი, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ალბომი შემოგვთავაზეს. Maps დახვეწილია როგორც მუსიკალურად, ასევე გამართული ამბის თხრობით – შესაბამისად აუცილებლად მოსასმენი ყველა ჰიპ-ჰოპ თავისთვის.
Miguel Atwood-Ferguson – Les Jardins Mystiques Vol.1
ლოს-ანჯელესელი მულტი-ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი, მიგელ ატვუდ ფერგუისონი დიდი ხანია ამ ქალაქის მუსიკალური სცენის განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს ჯაზში, ჰიპ-ჰოპში თუ კლასიკურ მუსიკაში. აღნიშნული ალბომი 14 წლის განმავლობაში იქმნებოდა და მასში შესულია კოლაბორაციული კომპოზიციები ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიცაა: Kamasi Washington, Thundercat, DOMi & JD Beck, Jeff Parker, Carlos Niño, Austin Peralta, Bennie Maupin, Gabe Noel, Jamael Dean, Jamire Williams, Burniss Travis II, Deantoni Parks, Josh Johnson, Marcus Gilmore
ავტორი: ჯაბა შავიშვილი