ლეგენდარტული ჰიპ-ჰოპ არტისტის მე-18 სტუდიური ალბომი დეკემბერში გამოვა.

საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ქუჩაში მიმავალი სათამაშო ლოუ-რაიდერი ოქროსფერ და იასამნისფერ ფერებში, ფონად კი სნუპ დოგის ჯერ უცნობი კომპოზიცია ისმის.

ვიდეოს ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ ახალი ალბომი „Take It From A. G.” დეკემბერში იხილავს დღის სინათლეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ალბომი სნუპ დოგმა 1 წლის წინ გამოუშვა, სახელად “I Wanna Thank Me”. ნოსტალგიური ტრეკებით არტისტი იხსენებს შუგ ნაითს, მაშინდელ მოწინააღმდეგეს და კომპოზიციაში „Let Bygones Be Bygones“ პატივისცემასაც კი გამოხატავს Death Row Records-ის დირექტორის მიმართ. ასევე გამოარჩევს 1996 წლის თებერვლის მოვლენასაც, როდესაც ნაითმა თუფაქის ციხიდან გამოსავლასა და Death Row-ში გაწევრიანებაში შეიტანა დიდი წვლილი.

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *