ქართული ტრადიციების ესთეტიკით ინსპირირებული იდეა 2005 წელს 8 ერთმანეთისაგან განსხვავებულ ისტორიად ჩამოყალიბდა, შემდეგ ეს მუსიკა 4 სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გაჟღერდა, ზოგი ააცეკვა, ზოგსაც – სერიოზული სახით ასმენინა.
რეაქციები მრავალფეროვანია, მაგრამ იდეა – ყველასთვის ერთნაირად უცნაური და საინტერესო.
ეს ისტორიები კი ახლა ალბომის ქვეშ ერთიანდება.
მოინიშნე ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი:
Nikakoi – GEOWEDDINGS
11.11.2020
CES Records | CES008
ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ პლატფორმაზე.
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი