ლელა დუღაიძის ისტორია იდუმალებითაა მოცული. ვრცელდებოდა დაუსაბუთებელი ჭორები, ვითომდა ლელა, პროლეტარიატის ბელადის, იოსებ სტალინის და იყოო, ამ ჭორების მიზეზი მხოლოდ მათი ვიზუალური მსგავსება ყოფილა. სამწუხაროდ ლელას ფოტომ დღემდე ვერ მოაღწია. მწირი დოკუმენტების მიხედვით, ის 1935 წელს, თავის იმდროინდელ ქმართან, კომინტერნის თანამშრომელ, ისააკ ბლაივესთან ერთად, ქალაქ ბერლინის ფილიალში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ბლაივესს გესტაპო აპატიმრებს, ლელას კვალი კი ომის ქარბუქში იკარგება. ის კვლავ ჩნდება უკვე არგენტინაში 1954 წლის მაისში, სახელით ჯოზეფინა ბლაივესი, თავის ახალ საქმროსთან, რუდოლფ ჰერცლერთან ერთად. ლელა-ჯოზეფინას მოსადის აგენტი,კოდური სახელით “ური” უთვალთვალებს, ისააკ ბლაივესის დაპატიმრების უცნაური გარემოებების გამო. მოსადის დოკუმენტებში ერთი უცნაური დოკუმენტი დევს, რომლის მნიშვნელოვნებას დღემდე ეჭვის ქვეშ აყენებენ, მიუხედავად იმისა რომ ამ საიდუმლო რადიოგრამის გამოგზავნის შემდეგ აგენტი უგზო უკვლოდ გაქრა. დოკუმენტში შემდეგი ინფორმაცია იყო: “ერთერთი მათი უახლოესი მეგობარი და ჯოზეფინას პირადი ექიმი არის, ერვინ გორბანდტი, ის თვეში ერთხელ ჩამოდის გერმანიიდან ჯოზეფინას გამოსაკვლევად!!! გადაამოწმეთ ერვინ გორბანდტი! გადაამოწმეთ აინარ მაგნუს ანდრეას ვეგენერი! ეს ყველაფერი კავშირშია”!!! მაგრამ მოსადმა ვერაფერი საეჭვო ამ წყვილის საქმიანობაში ვერ იპოვნა და საქმე დაიხურა.


ამასობაში კი, წყვილის ქარბორბალასავით განვითარებული რომანი 1954 წლის 11 ნოებმერს ხალხმრავალი ქორწილით მთავრდება. ჯოზეფინა ბლაივესმა ლექსების 5 კრებული გამოსცა,უმეტესობა მისი ლექსებისა ყვავილებს შორის, ჯვარედინი დამტვერვის, ეროტიციზმს ეძღვნებოდა. რუდოლფი კი ცხოვრების ბოლომდე, ბუენოს აირესის ხედებს ხატავდა აკვარელში. მათ წყნარად იცხოვრეს არგენტინაში ღრმა სიბერემდე, ბევრს მოგზაურობდნენ, საქართველოც კი მოინახულეს, კერძოდ გორი და რა თქმა უნდა სტალინის სახლმუზეუმი. რუდოლფი და ჯოზეფინა ერთ დღეს წავიდნენ ამ ქვეყნიდან, გრიპის გართულებისაგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *