სულ რაღაც 23 წლის და უკვე გამორჩეულად საინტერესო და გულწრფელი მუსიკოსი ანუშკა ჩხეიძე, მისი სადებიუტო ალბომის “Halfie” – ს წარმატების შემდეგ (რომელმაც მიიღო “წინანდალის პრემია” და ნომინირებულია “The Album Of The Year 2020″ Impala Awards“- ზე) , უკვე მეორე ალბომს “Move 20-21 ” – ს აქვეყნებს, ქართულ ლეიბლ “CES Records“- ზე.
ალბომი შექმნილია 2020 წელს, კარანტინის პერიოდში. ანუშკას თქმით, მისთვის ყველა ალბომი ისედაც კარანტინის გამოდის, რადგან ყველა ალბომი ასოცირდება სახლში ყოფნასთან , სოციალურ გარემოსთან მოწყვეტასთან.
ვუსმენ ალბომს და მომწონს რამდენიმე ანუშკას მუსიკალური შეთამაშება. თითქოს წარსულის ანუშკა, რომელსაც უკვე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ნიადაგში, ესაუბრება ახალ ანუშკას.
ანუშკას თქმით, “Move 20 – 21” არის “გონების მოგზაურობა და განვითარება სივრცესა და დროში, ყოველგვარი ფიზიკური მოძრაობის გარეშე”.
გთავაზობთ ალბომის ბოლო კომპოზიციაზე “Love=Survive” – ზე გადაღებულ ვიდეო – რგოლს. რეჟისორი : ანა სარუხანოვა.
ალბომი “Move 20 – 21” ხელმისაწვდომია ციფრულ პლათფორმებზე:
Spotify: https://open.spotify.com/album/6RvdNnldtjZdWL3juH5Da6
iTunes: https://itunes.apple.com/album/id/1545555942
Bandcamp: https://chkheidzeanushka.bandcamp.com/album/move-20-21
მუსიკის ავტორი/ მწარმოებელი : ანუშკა ჩხეიძე
ვოკალი : ანუშკა ჩხეიძე
ტექსტი : ანუშკა ჩხეიძე
ალბომის გარეკანის დიზაინი : ლადო კობახიძე
მიქსი/მასტერი : გიორგი ქორიძე
ლეიბლი : CES Records