გლობალური პანდემიის პირობებში სახელოვნებო სამყაროს წარმომადგენლებს ახალი ფორმების შექმნა თუ ძიება უწევთ, რათა მაყურებელთან კომუნიკაცია არ შეწყვიტონ. მოცემულ ვითარებაში, ცხადია, ფიზიკური მუსიკალური ღონისძიებები იშვიათად ან საერთოდ არ ტარდება.
ბოლო წელს მრავალი ონლაინ სტრიმის მომსწრენი გავხდით. მათ შორის დაარსდა რამდენიმე Instagram პროექტი (აქედან აღსანიშნავია – Verzuz), რომელიც სოციალურ ქსელზე ლაივის მეშვეობით ფუნქციონირებს. ლოკალურ სცენაზე ლაივ სესიებით გაგვანებივრა Lenø Records-მა, თუმცა ჩნდება კითხვა – რამდენად საჭირო ან ეფექტურია Livestream-ის ფორმატი?
გოთური მეტალის ჟანრის ჯგუფმა – Lacuna Coil, 100-ზე მეტ მუსიკოსთან ერთად, იტალიურ საკონცერტო დარბაზებსა და ადგილებს ჩუმი პროტესტით მხარი დაუჭირეს. L’Ultimo Concerto-ს ლაივ სესიაზე ბენდის წევრები მუსიკის შესრულების ნაცვლად, მუსიკალური ინსტრუმენტებით თეთრ სამოსში გაუნძრევლად დადგნენ.
ოფიციალურ მიმართვაში ვკითხულობთ:
არის თუ არა ჯგუფის განცხადება გულწრფელი – ამას მსმენელი გადაწყვეტს, თუმცა პანდემიის პირობებში მიმდინარე ონლაინ სტრიმის ფორმატზე კრიტიკული კითხვების დასმა, ვფიქრობ, სამომავლო მუსიკალური სცენის განსავითარებლად აუცილებელია.