როგორც უკვე მოგეხსენებათ “NIKAKOI-ის მუსიკალური ანთოლოგია” წარმოადგენს ნიკა მაჩაიძის, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი და გამოუცემელი ნამუშევრების კრებულს, რომელიც მისი შემოქმედების ბოლო 25 წელიწადს მოიცავს.
თავად ავტორისა და CES Records-ის დამფუძნებელი ნათია (sTia) სართანიას გადაწყვეტილებით, ნიკას მიერ 1996 წლიდან 2021 წლამდე შექმნილი ეკლექტური კომპოზიციების ნაწილი CES Records-ზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება. საუბარია, როგორც IDM და Ambient ჟღერადობის რამდენიმე ათეულ სინგლზე, ასევე მცირე ზომის ალბომებზე, ფილმებისა და სპექტაკლებისთვის შექმნილ მუსიკაზე და სხვა.
თავისმხრივ Nikakoi-ის ანთოლოგიის სერიამ სტარტი 25 ივნისს გამოცემული პირველი EP-ით “LAM-a97”-ით აიღო
ხოლო მისი მეორე ნაწილი Ich Comme EP-ისა და მასში შესული 3 კომპოზიციის სახით CES Records-ზე დღეს, 2 ივლისს გამოიცა
გარეკანზე დატანილი ნამუშევარი თავად Nikakoi-ს ეკუთვნის, ხოლო მასტერინგი Giorgi Koridze-ს ანგარიშზეა.