ფილმის მსოფლიო პრემიერა არხ Disney + სამი დღე გაგრძლედება. 8-საათოანი ფილმი “The Beatles: Get Back” აღწერს ბიტლზის სამუშაო პროცესს ალბომზე “Let It Be”, რომელიც 1970 წელს გამოვიდა . დოკუმენტური მასალის დიდი ნაწილი არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, ეხლა კი მაყურებელს ეძლევა საშუალბა ბიტლზის “შიდა სამზარეულოში” ჩაიხედოს.
ამ მასალისიდან ამოღებული 80 წუთი 1970 გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმში სახელად “Let it be” შევიდა. თუმცა, ფილმმა უარყოფითი შეფასებები მიიღო, რის გამო 1981 წელს ის გაყიდვიდან ამოიღეს.
მხოლოდ 36 წლის შემდეგ, 2017 წელს კომპანია Apple ახალზელანდიელ ოსკაროსან რეჟისორს პიტერ ჯეკსონს ამ დოკუმენტური მასალის საფუძველზე ახალი ფილმის შექმნა შესტავაზა. პიტერ ჯეკსონი “The Lord of The Rings” -ის და “The Hobbit” -ის ტრილოგიების გადაღებისთვის არის ცნობილი.