2-3 აპრილს Dancing On Architecture-ს კოლექტივმა მორიგი მუსიკალური მარათონი და სოლიდარობის აქცია – Sounds Of Iran გამართა. Mutant Radio-ს სივრცე დაეთმო ირანულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.

წინა ღონისძიებების მსგავსად, აღნიშნულიც სოლიდარობის პრინციპზე იყო დამყარებული. 10 წლის სალომესთვის შევაგროვეთ თანხა, რომელიც გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს და გადაუდებლად ესაჭიროებოდა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლები და კვლევები. ჯამში მუტანტ რადიოს გუნდთან ერთად, ღონისძიებაზე სალომესთვის 2440 ₾ შეგროვდა.

Წარმოგიდგენთ ჩვენი კოლექტივის მიერ დოკუმენტირებულ ირანული მუსიკის სელექციებს, რაც ჯამში 15 საათამდე მუსიკას აერთიანებს:

ირანული ფოლკი
სელექტორი: სალომე ვარდანაშვილი 

ირანული ფოლკ მუსიკა ხალხში ზეპირსიტყვიერად გადმოეცემოდა, შესაბამისად არსებობს მრავალფეროვანი ვარიაციები. ქვეყნის ეთნიკური და რეგიონალური ჯგუფების კულტურული მრავალფეროვნების შესაბამისობაშია ირანული ფოლკიც. უძველესმა ირანულმა ფოლკლორულმა გალობებმა ჯგუფური ცეკვებისთვის და ბუნებრივ ელემენტებსა და კატაკლიზმებზე შელოცვების ჟღერადობებმა გავლენა იქონია კავკასიაზეც. 

ირანული კლასიკური მუსიკა
სელექტორი: კატიშა დაშნიანი

კლასიკური ირანული მუსიკა ტრადიციული სპარსული ხელოვნების ნიმუშია. არაბული, თურქული, ბიზანტიური და ინდური კლასიკური მუსიკის გავლენების მიუხედავად, ავთენტურობას მაინც ინარჩუნებს და დამოუკიდებელი განვითარებაა. კლასიკური ირანული მუსიკა გამოირჩევა პოეზიასთან მჭიდრო ურთიერთკავშირით: მელოდიური პატერნები გაჯერებულია პოემის რითმებით. მელოდიები ეფუძნება ლექსებს, ასევე ხშირია არსებულ მელოდიასა და რიტმზე ახალი ლექსის მოდელირება. სუფიზმი კიდევ ერთი გავლენაა სპარსულ კლასიკურ მუსიკაზე.

Tracklist:
Aida Shahghasemi – Beman
Az Khoune Javanane Vatan – Arash Fouladvand Bahar Choir
Elaheh & Shahbaziyan მარტოობის ხმის ქალღმერთი
Kronos Quartet Mahsa and Marjan Vahdat My Ruthles Companion
Mahsa Marjan Vahdat – Mina Sonati
Matthew Said Yahya Moadel Persia to Andalusia Homayoun Bidad Soleares
Mojtaba Mirzadeh Zoya Sabet Girls of Siehrouz
Pezhvak, Shur-[Faramarz Payvar
Sussan Deyhim – Bade Saba
ელა ია იჰა ალსაღი შაჰრამ ნაზერი სიმღერა რეზა ღასემი
ნინევა ჰოსეინ ალიზადე – არფის ორკესტრის შესრულება კავე კეშავარზის ხელმძღვანელობით

Sounds Of Tar, Santur, Tonbak
სელექტორი: ჯაბა შავიშვილი

სპარსული ტრადიციული მუსიკა გამორჩეულია თავისი უნიკალური რიტმით და ადგილობრივი მუსიკალური ინსტრუმენტები სასიცოცხლო როლს თამაშობს მელოდიაში. სასანიების ეპოქაში ხალხს მუსიკისადმი ინტერესმა იმატა და ხშირად რიტუალების დროს უკრავდნენ. ყველაზე ცნობილი მუსიკოსები არიან ნაკისა, ბარბოდი და სარგაში. ბარბოდმა გამოიგონა სპარსული მუსიკალური ინსტრუმენტები.

ყველაზე გავრცელებული ირანული მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრავენ, შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად, მათი ტიპისა და სტრუქტურის მიხედვით: ჩასაბერი, დასარტყამი და სიმებიანი საკრავები. სიმებიან ინსტრუმენტებზე უკრავენ ხემით ან პლექტუმებით.

ირანული ჩასაბერი ინსტრუმენტები, რომლებიც მთელ ქვეყანაში გვხვდება არის sorna (oboe) და pipe. აზერბაიჯანის პროვინციების ჩრდილო-დასავლეთით ჩვეულებრივ უკრავენ balaban (Narmeh-nay) და dozeleh. კიდევ ერთი ჩასაბერი ინსტრუმენტი, რომელიც გვხვდება კურდესტანში, ფარსა და გილანის პროვინციებში ცნობილია, როგორც  karna (horn).

ირანული ჰიპ-ჰოპი
სელექტორი: ქუჯი ტაბაღუა

ირანული ჰიპ-ჰოპი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სპარსული ჰიპ-ჰოპი სათავეს იღებს თეირანიდან, ქვეყნის დედაქალაქიდან. ჟანრი ამერიკული ჰიპ-ჰოპ კულტურიდანაა დაფუძნებული, თუმცა გაჯერებულია ადგილობრივი ელემენტებით, როგორიცაა ირანული კლასიკური მუსიკა და ლიტერატურა. ირანელმა რეპერებმა მიქსტეიპების ჩაწერით დაიწყეს. ზოგი ჰიპ-ჰოპს აერთიანებდა ირანულ ელემენტებთან.

ჰიპ-ჰოპ მუსიკა ირანში ძირითადად ანდერგრაუნდ მოძრაობა იყო. რამდენჯერმე დაიხურა ხმის ჩამწერი სტუდია, დაიბლოკა ვებსაიტები და დააპატიმრეს არტისტები. მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარია ოფიციალურად დამტკიცებული კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროს მიერ. შეზღუდვები უფრო გამკაცრდა ქალებისთვის.

60-70-იანი წლების ირანული მუსიკა
სელექტორი: მარიამ ტალიაშვილი

1978 წლის 7 იანვარს ირანში ისლამური რევოლუცია დაიწყო, 1979 წლისთვის კი ქვეყანა ისლამური რესპუბლიკა გახდა. მას შემდეგ აიკრძალა და დიდი ცენზურა დაედო თანამედროვე მუსიკას, ხელოვნებასა და მხატვრულ ღონისძიებებს. რევოლუციამდე, 60-70-იან წლებში, ირანის მონარქია დიდ ინვესტიციებს დებდა ხელოვნებაში, რითაც ვესტერნიზაციასაც უწყობდა ხელს. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ევროპულმა დისკომ და პოპმა შეაღწია და ირანული მუსიკის ტრადიციულ ფორმებზეც მოახდინა ზეგავლენა.
60-70-იანი წლების ირანული მუსიკა – ესაა ცოცხალი და ფერადი კულტურა, რომელიც აერთიანებდა ფოლკს, პოპსა და ფსიქოდელიურ პოპს, ელექტრონულ მუსიკას და შუა-აღმოსავლურ როკს.

Music from Female Artists of Iran 
Სელექტორი: მარიამ ლეჟავა

პოლიტიკური დაბრკოლებების მიუხედავად, ირანელი ქალი მუსიკოსები აგრძელებენ ძლიერი და დამაფიქრებელი მუსიკის შექმნას, რომელიც ტრადიციულ გენდერულ როლებსა და საზოგადოების მოლოდინებს ეწინააღმდეგება. ისეთი არტისტები როგორებიცაა Googoosh, Leila, Maral და Lafawndah, თავიანთ კვალს ტოვებენ, როგორც პოპ კულტურაში, ასევე ანდერგრაუნდ სცენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არტისტი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, მათი შემოქმედება მაინც რჩება ინდივიდუალური გამოცდილებისა და ბრძოლების ანარეკლად, რომელიც ხშირად ეხება იდენტობის, გაძლიერების და თანასწორობისთვის ბრძოლას.


Tracklist:
SarrSew – Wronka
Maral – Heart Shimmer
Chaperone (ft. Horoscope & Nazanin Noori) – Delancey Jewelers
Leila – Mollie
AZADI – Bloodletting (feat. 24Carot)
Xeen – Unite
Nesa Azadikhah – Dahar
Roody – B Berim
Sahar Homami – ABSOLUTE NOTHINGNESS
SADAF – History Of Heat
Soho Rezanejad – By Stealth to Gyges
Lafawndah – Joseph
Golnar Shahyar – Ode To Trust Intro
Hani Niroo – شب بود
Sussan Deyhim & Richard Horowitz – Desert Equations ( For Brion Gysin)
Lafawndah – The Dawn Of Everything (Jin, Jiyan, Azadi)

ირანული როკი 
სელექტორი: თეა მიქელაძე

XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, ირანული როკი იწყებს გენეზისს. დასავლელი არტისტების გავლენის მიუხედავად, ჟანრი, ძირითადად სპარსული ენისა და ირანული ბგერის აქტიური გამოყენების გამო, ორიგინალური და გამორჩეულია. ისლამური რევოლუციის შემდგომ რეჟიმმა იმოქმედა ირანულ როკზე, რის შედეგადაც ზოგიერთი არტისტი ანდერგრაუნდ სივრცეში გადავიდა, ზოგი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

Tracklist:
Farhad Mehrad – Shahbaneh;
Mohsen Namjoo – Ey Sareban;
127 – سالهای سال;
Kourosh Yaghmaei – Gole Yakh;
Fereydoon Foroughi – Zendoone Del;
Ali Azimi – Pishdaramad;
B-band – Yechizi Bede Be man;
O-Hum – ghame del;
Radio Tehran – Gelaye;
The Finches – Kharchang;
Kiosk – Yarom Bia;
The ways – Otaghe Abi;
King Raam – The Last Waltz (feat. Eendo)

ირანული ექსპერიმენტული მუსიკა
სელექტორი: სალომე ოთარაშვილი

ირანული ექსპერიმენტული მუსიკა გაჯერებულია ნოსტალგიური ჟღერადობებით. გენერაციული ალგორითმების ნაზავი, შედგენილი და იმპროვიზირებული მასალები არის ხმის პალიტრები, რომლებშიც ჩანერგილია სპარსული რიტმული და მელოდიური მოტივები, ხმაური და სინთეზური ხმის ტექსტურები. ეს მომხიბლავი ხმოვანი გამოცდილება მსმენელს ჰიპნოტურ მედიტაციურ მდგომარეობაში ამყოფებს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რეპრესიული რეჟიმისა,  მუსიკოსები სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილებს გადასცემენ ბგერებით. მათი შემოქმედება ძირითადად აღიარებულია ეროვნულ საზღვრებს მიღმა და წარმოდგენილია სხვადასხვა პლატფორმებზე მთელს მსოფლიოში.

Tracklist:
Hadi Bastani – SPIN
Tanbur and Organ Drone – Salar Niknafs  Geoff WilliamsSiavash Amini – Semblance
Saint Abdullah – Children At War
Negar Kharkan – Intimate Invocations
Bahar Royaee – Kitchen_ for soprano, fixed media, and live electronics
Mahmood Schricker x Kimia Koochakzadeh-Yazdi – Mahmood
Soheil Shayesteh – Perceptual Deformation
NUM – Vacant Shade – Part I
Bicolor – Them Crown
9T Antiope – Prophase
Rojin Sharafi – Baadaabaad

ირანული ელექტრონული მუსიკა 
სელექტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი

Tracklist:
Alireza Amirhajebi –  Integre 24
Alireza Mashayekhi – Stratosphere (1973) Alphaxone – Lost Vision
Apranik Records – Roody – Nazanid o
Arash Akbari – In-Between
Ariwo – To Earth
Arovane & Porya – Catenoid
Ata Ebtekar –  Robot Radif
Ata Ebtekar – Synthetic overture (satans lullaby)
Dariush Dolat-Shahi _– Samā_’  (Iran_US 1985)
Force Ignore – LAMS
IDFT – AZA
Porya Hatami – Snail
Rojin Sharafi – In The Corner Of Time
Rojin Sharafi – Mosses And The Dust Of Time
Stereotype – Horizon
Varkâna – Space Lord
Xeen – Urn
Xerxes The Dark – Xtraterrestrial (Remastered)

ირანული ჯაზი
Სელექტორი: ეკატერინა ხარბედია 

Tracklist:
Golnar & Mahan – Bahar
Lloyd Miller – Gol e GAndom
Hafez Modirzadeh – Facet Sorey
Sibarg Ensemble – Deylamân
Eishan Ensemble – Afternoon Tea at Six
Kate Pass Kohesia Ensemble – Listening to Trees
Kate Pass Kohesia Ensemble – Edge of Reason
Naima Persian Jazz Band – Shekar E-Ahoo
Sehrang
Arshid Azarine – Song to Arian
Farhan – drunk with love

Protest Sounds of Iran
სელექტორი: ლიზი მახარაძე

ირანული Funk/ Psych/ Soul
სელექტორი: სალომე ბერძენიშვილი

ირანული პოპ მუსიკა
სელექტორი: ირაკლი სინაურიძე

Sounds of Tehran
სელექტორი: თინათინ მიქიაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *