“Somewhere beyond right and wrong, there is a garden. I will meet you there.”

Rumi

Secret Garden Moves ბათუმში   დაწყებული კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მუსიკოსმა და ლაივ პერფორმერმა კატიშა დაშნიანმა დააფუძნა.  Პამდემიის პერიოდში მომწიფებული იდეა დღეს უკვე 1 წლისაა და მუსიკალური ღონისძიებების გარდა, პოდკასტების, ცოცხალი შეხვედრებისა და ვორქშოპების სერიას მოიცავს.

Საიდან გაჩნდა მოძრაობის დაარსების იდეა?

-კულტურული პროცესები ძირითად შემთხვევაში დედაქალაქშია თავმოყრილი,მოძრაობის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, გვგონია, რომ  აუცილებელია მოხდეს ერთგვარი გადახალისება, სხვადასხვა ქალაქის განვითარება. ჩვენი მოძრაობის დაარსების პირველივე დღიდან, გვამოძრავებს სურვილი სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაციის, ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით ბათუმში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობის, რაც დაუსრულებელი და მუდმივად საწარმოებელი პროცესი გვგონია.

Ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სატრანსპორტო კვნაძების არასაკმარისი არსებობისა თუ თანმდევი პროცესების გამო, ბათუმის სცენა მუდმივად იყო ერთგვარი წნეხის ქვეშ, ახლა როგორ დაახასიათებდი სიტუაციას?

-ბათუმში მუდმივად არსებობდა და არსებობს სივრცეები, მოძრაობები და კლუბები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით, თვითორგანიზებული ჯგუფებისა თუ სივრცეების შექმნით ქალაქის მუსიკალური და კულტურული პულსაციის ასწრაფებას.

Secret Garden-იც სწორედ ასეთი მოძრაობაა, რომელსაც დადგენილი სივრცე არ გააჩნია , ის არ ჩერდება ერთ ადგილას, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ სივრცეებს, რაც აჩენს ახალ ტერიტორიებსა და პერსპექტივებს ქალაქისთვის, აახლებს მივიწყებულ ადგილებს, ან არსებული სივრცეებისთვის სრულიად განსხვავებული ფუნქციის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა. 

Ანუ მაქსიმალურად ცდილობთ Secret Garden-ის იდენტობა ადგილობრივი კულტურის გავლენით შეიქმნას?

-Კი და გვინდა შევქმნათ ავთენტური სცენა, რაც იქნება უნიკალური და თავის თავში გაერთიანებს ბათუმის თავისებურ ჰეტეროგენულ ბუნებას, რაც მისი შესანიშნავი ლანდშაფტისა და გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაა; ხმები, რომელიც ამ ქალაქში ტრიალებს, ზღვას შეზრდილი მთები, ის ერთი შეხედვით უხილავი, თუმცა საკმაოდ საგრძნობი თავისუფლება, რომელიც ამოძრავებს და ქმნის ამ ქალაქის განსაკუთრებულობას, საჭიროებს გარკვეული სახის მოფრთხილებას, შენარჩუნებასა და გაზრდას.

Განვლილ ღონისძიებებს თუ გადავხედავთ, ჟანრობრივად Disco/Funk დომინირებს… 

-ჟანრობრივად თავს არ ვიზღუდავთ, პირიქით,Secret Garden-ს მულტიფუნქციურ მოძრაობად აღვიქვამთ და სამომავლოდ მეტი ლაივ ფერფორმანსის დაორგანიზებასაც ვგეგმავთ.  ჩვენი მთავარი მამოძრავებელი წერტილი, როგორც ქალაქის – მრავალფეროვნებაა. ერთი ბევრში, ხოლო ბევრი – ერთში – ჩვენი სურვილი ავთენტური, ინდივიდუალური კულტურული სცენის ჩამოყალიბებაა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქალაქში სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას, და ზოგადად კულტურის დონის გაზრდას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

– Როგორც უკვე ავღნიშნეთ, მუსიკალური ღონისძიებების გარდა ცოცხალი შეხვედრების სერიაც გქონდათ..

-Კი, ეს არის ერთგვარი სადისკუსიო სივრცე, რომელიც ფიქრობს მუსიკაზე, როგორც სოციალურ ქსოვილზე, ასეთი იყო, მაგალითად: ურბანული განვითარება და საკლუბო სივრცეები, ბათუმში მოღვაწე ქალების გამოწვევები და პრობლემები, და ბოლოს: ბათუმში არსებულ ABSEA STUDIO-თან თანამშრომლობით, საერთაშორისო არტისტების მასტერკლასების ჩატარება ადგილობრივებისთვის.

Ასევე ხაზგასასმელია, რომ არაერთი ღონისძიება ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედების მხარდაჭერას ემსახურებოდა.. 

-ჩვენთვის  მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა; გარდა მუსიკალური სცენის განვითარებისა,Secret Garden მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ ქალებს.

Secret Garden Moves-ის შემდეგი ღონისძიება 26 იანვარს გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *