ლეიბლები: Blacksmith Records, ARTium Recordings, Def Jam.
წელი : 2017
მონაწილეები: Kilo Kish, Kendrick Lamar, Juicy J, Ty Dolla Sign, Damon Albarn, Ray J, ASAP Rocky
VINCENT JAMAL STAPLES– ამერიკელი რეპერი, კომპოზიტორი, მსახიობი.
ქარის ხმა, დანაწევრებული, აჩეხილი, სიხშირეებ ათამაშებული ვოკალი უმზადებს ნიადაგს მთავარ მთქმელს შესასვლელად. შემოდის ვინსი, აქ ვიძაბები, ვერ ვეწევი შინაარსს, რას მიყვება მაინტერესებს. უნდა მოვიძიო ტექსტი, ეს გადავწყვიტე და ვაგრძელებ მოსმენას.
უცებ წარმოვიდგინე რა კარგი იქნება, ქართველი მუსიკოსის შექმნილი მუსიკით ისე რომ დაინტერესდეს ქართულის ენის არმცოდნე ვინმე, რომ ქართული ტექსტი მოიძიოს და გადათარგმნოს…
“კიბორჩხალები სათლში” – ყველა ერთდროულად ცდილობს ამოსვლას. ერთმანეთს წინ არ უშვებენ, აბობღდებიან, ებღაუჭებიან და საბოლოოდ ვერც ერთი ვერ წინაურდება და რჩება იქ, სადაც იყო. აღმასვლის მცდელობა, სხვების გათელვის ხარჯზე. პარალელი ადამიანებთან – არც თუ ისე იშვიათად იქცევა ადამიანი მსგავსად.
“დიდი თევზის თეორია” – ცნება, რომლის მიხედვითაც წყალში, ზღვაში, ოკეანეში, ყოველთვის გამოჩნდება დიდ თევზზე უფრო დიდი თევზი. იდეა ეფუძნება იმას, რომ ყოველთვის გამოჩნდება უფრო დიდი თევზი და რადგან ყოველთვის გამოჩნდება კიდევ უფრო დიდი თევზი, იქმნება უსასრულო ჯაჭვი, ისეთი როგორიც ჩვენი სამყაროა.
ვინ არის დიდი თევზი? ერთ მომენტში შეიძლება იყო დიდი თევზი, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება შენზე უფრო დიდი თევზი ოკეანეში.
ხოლო აკვარიუმში ჩასმული თევზი, იმაზე დიდი ვერ გაიზრდება რაც იმ აკვარიუმის საზღვრებია, რომელშიც ჩასვეს.
საინტერესო კოლექტიური ნაკადების ქაოტური ცვლა ხდება მთელი ალბომის განმავლობაში, რის მიხედვითაც ხვდები, რომ ბევრმა გამორჩეულმა მუსიკოსმა იმუშავა ერთად.
ბასის პარტია გამორჩეულად შეშლილია ყველგან, ამიტომაც თავიდანვე მომინდა რომ სახელდახელოდ აწყობილ ხმის სისტემაში მომესმინა მთელი ალბომი, სადაც “საბი” დაბალ სიხშირეებს შემოგაფრქვევს სხეულზე.
ნელ-ნელა უკვე მგონია რომ ეს მუსიკა კლუბშიც კარგად მოისმინება, ჩატეხილი, ერთმანეთისგან განსხვავებული რიტმული მონახაზების გამო, რომელზეც ასე ოსტატურად რეპავს ვინსენტი.
1. Crabs in a Bucket – Featuring Kilo Kish, Produced by Zack Sekoff
2. Big Fish – Featuring Juicy J, Produced by Christian Rich
3. Alyssa Interlude – Produced by Zack Sekoff
4. Love Can Be… Featuring Ray J, Kilo Kish & Damon Albarn, Produced by Good Times Ahead
5. 745 – Produced by Jimmy Edgar
6. Ramona Park is Yankee Stadium – Produced by Ray Brady
7. Yeah Right – Featuring KUČKA & Kendrick Lamar, Produced by Flume & SOPHIE
8. Homage – Featuring Kilo Kish, Produced by Zack Sekoff
9. SAMO – Featuring Kilo Kish & A$AP Rocky , Produced by SOPHIE
10. Party People – Produced by Zack Sekoff
11. BagBak – Produced by Ray Brady
12. Rain Come Down – Featuring Ty Dolla $ign, Produced by Zack Sekoff
პაწაწინა ლექსიკონი :
Sub, subwoofer – საბი, საბვუფერი – მოწყობილობა (ხმამაღლა მოსაუბრე – loudspeaker) რომელიც გამოსცემს დაბალ სიხშირეებს, დაახლოებით 20- 200 ჰერცის ფარგლებში