მაშინ როცა Leon Vynehall სულ რაღაც 5-6 წლის იყო, ბაბუამისი იყო პირველი ადამიანი რომელმაც მუსიკას პირველად აზიარა გიტარის დამსახურებით – „this is the D-chord, this is the G and whatever“
მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ლიონის ბავშვობაზე, ის გაიზარდა დიდ ბრიტანეთში, ოჯახში რომელიც იყო ამერიკაზე და ქანთრი მუსიკაზე შეყვარებული.
როგორც თვითონ ლიონი იხსენებს, ბაბუამისი ხშირად ატარებდა მას Cowboy კარნავალებზე და გულისდაწყვეტით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ბაბუის ამერიკისადმი დიდი სიყვარულისა, მან თავისი ცხოვრების უმეტესობა გაატარა დიდ ბრიტანეთში.
მრავალი წლის შემდეგ, ლიონი უშვებს ალბუმს, რომელიც გამოხატავს სიყვარულს და მადლიერებას ბაბუისადმი და რაც მთავარია, ამ ისტორიას ჩვენც გვიზიარებს და მის ნაწილად გვხდის.
ალბუმის თითოეული ტრეკი არის ზუსტად გადმოცემული ისტორია, ყველა ბგერა არის გათვლილი და სრულად მორგებული იმ ისტორიებზე, რომელსაც ძველი პოლაროიდის ფოტოების დახმარებით უყვებოდა მისი ოჯახი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ.
თითოეული ტრეკი, რომელსაც ამ ალბუმში მოუსმენთ არის ნამდვილი ისტორია, რომლის გადმოცემას ლიონი სწორად და ზუსტად შერჩეული ბგერების მეშვეობით ახერხებს.
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ალბუმის ერთ-ერთი საინტერესო ტრეკი “Drinking it In again” რომელიც გადმოსცემს მისი ოჯახის წევრების ერთ-ერთ საღამოს კოქტეილ წვეულების შემდეგ, ტრეკის მიზანია მაქსიმალურად გადმოგცეთ თრობის შეგრძნება მერყევი და თავბრუსდამხვევი ბგერების მეშვეობით.
მიუხედავად იმისა,რომ პროექტს თავისი ისტორია უკვე გააჩნია, მსმენელისთვის მაინც ტოვებს ადგილს წარმოსახვისათვის.
ალბუმში შეხვდებით როგორც ჰაეროვან, სინემატოგრაფიულ, საკმაოდ მისტიურ ბგერებს,ასევე მძიმე და მკაფიო რითმებს. მიუხედავად იმისა,რომ ალბუმი იდეალურად შეკრულია, ტრეკები განცალკევებითაც შედევრებია.
ჩემი პირადი ფავორიტი ტრეკი არის Envelopes (chapter VI) რომელიც მიმაჩნია, რომ Trip-Hopის მოყვარულებს გულს გაუხარებს.
რა თქმა უნდა, აუცილებლად აღსანიშნავია წიგნი, რომელიც იგივე თემატიკაზე შეიქმნა Leon Vynehallისა და მისი მეგობრის Max Sztyberის მიერ. როგორც თვითონ მუსიკოსი აღნიშნავს – მისთვის მნიშვნელოვანი იყო დაწერილიყო წიგნი, რომლის წაკითხვისასაც გაიგონებდით იმ ბგერებს და იმ მუსიკას, რომელიც თან ახლავს ისტორიას:
„with Nothing Is Still, I wanted it to feel like, if you’ve read the book you’ll understand what these sounds mean. Why a specific song has that feeling to it – why it sounds optimistic or why it sounds really sad. It’s all just being pulled from everywhere, which is how I wanted it to be really, everything’s got to hug each other. Like this big embrace of information“
საერთო ჯამში ეს არის ალბუმი რომელიც უნდა მოისმინო, განიცადო, უფლება მისცე დაგასევდიანოს, გაგაბედნიეროს და უბრალოდ, მშვიდად დასთანხმდე და გაჰყვე.
მათთვის ვინც დაინტერესებული მეტი შეიტყოს ამ პროექტის შესახებ:
- წიგნის საყიდლად – https://www.roughtrade.com/us/max-sztyber-and-leon-vynehall/nothing-is-still-signed-copies
- პროექტის ვიდეო მასალა – https://www.youtube.com/watch?v=myU2fkc7sn8 / https://www.youtube.com/watch?v=myU2fkc7sn8
- პირადი რჩევა: აუცილებლად მოიმარჯვეთ თქვენი საუკეთესო ყურსასმენები და მოუსმინეთ/უყურეთ ვიდეო მასალას, სადაც Leon Vynehallმა ზემოთხსენებული ალბუმი შეასრულა The impossible Orchestraსთან ერთად საქველმოქმედო საღამოს #HearTogether-ისთვის – https://www.youtube.com/watch?v=mbty86kwlOg&t=1610s
With Love,
Gvantsa Utura
გვანცა. მესმის ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ვცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტექსტი დავტვოთ ინგლისურ ენაზე – როდესაც ქართველი მკითხველისთვის ვწერთ, ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველასთვის გასაგები გავხადოთ. თარგმნის დროს უფრო კარგი იქნება აქცენტი ფრაზის სულისკვეთებაზე, ვიდრე პირდაპირ თარგმანზე. ასევე შეგიძლია ტერმინი ალბომი გამოიყენო და ალბუმი არ გვინდა, თუმცა როდესაც ხშირად გვიწევს ტრეკის და ალბომის გამოყენება, ზოგჯერ კარგია თუ ალტერნატივებსაც მოძებნი, მაგ: კომპოზიცია, ნამუშევარი, ჩანაწერი, ინსტრუმენტალი და ა.შ. დაგეხმარება. ძალიან კარგია, რომ ბექსთორიში შეძვერი და უფრო კონტექსტუალურად მიუდექი.