Sophie-ს 2018 წლის სადებიუტო ალბომის მიმოხილვა
Sophie-ს 2018 წლის ალბომი, OIL OF EVERY PEARL’S UN-INSIDES, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ალბომია. მსმენელი ორ ნაწილად იყოფა: ალბომი ან უყვარს, ან ვერ იტანს. ეს ყველაფერი, ალბათ, ალბომის სპეციფიკურობითაა გამოწვეული.
ამ ალბომის მოსმენა გამოსვლისთანავე გადავწყვიტე, რადგან ყველა სოციალურ ქსელში ვხვდებოდი მასზე პოსტებს. თუმცა პირველი ტრეკის მოსმენის შემდეგ შევწვყვიტე, რადგან ვთვლი, რომ ამ არტისტს ვერ გავუგე, მაშინ მეგონა, რომ უბრალოდ ცუდი ალბომი იყო.
რამდენიმე დღის წინ მოვუსმინე მთლიანად და ვფიქრობ, რომ ამ ალბომს შეუძლია ადამიანის მოჯადოვება. პირველი ტრეკი, ჩემი აზრით, ალბომის დაწყების საუკეთესო გზაა, რადგან მოულოდნელი, მშვიდი და მიმღებია. მგონია, რომ გაცნობითი ტრეკია: Sophie ყველანაირ ადამიანს იწვევს მოსასმენად და თან გეუბნება, რომ It’s okay to cry. არსებობს, მოსაზრება, რომ ალბომის სახელი I LOVE EVERY PERSON’S INSIDES-ს ნიშნავს და ვფიქრობ, ეს გრძნობა მთელს ალბომს თან სდევს. ტრეკის მუსიკალური ვიდეო, რომელიც თავად არტისტმა გადაიღო, ჩემი აზრით, ქანიე ვესთის Bound 2-ს ვიდეოს ჰგავს. მეორე ტრეკის, Ponyboy-ს, ბოლო რამდენიმე წამი Sophie-ს ხმა ბრიტნი სპირსისას ჰგავს, რაც მგონია, რომ წინასწარგანზრახულია.
მთლიანი ალბომი პოპზეა აწყობილი, უამრავ სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს: ვიდეო თამაშების მუსიკა, ანიმე, პოპი… ასევე აღსანიშნავია, 80-იანების ჰაუსის გავლენა.
ალბომი მაგონებს მილანში, Fondazione Ptada-ს საგამოფენო სივრცის 2019 წლის ინსტალაციას, “Wether Line-ს”, რომლის ავტორები ლიზი ფიჩი და რაიან ტრეკარტინი არიან. ემოციურად ჩემთვის ძალიან ჰგავს ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთს, ორივე ერთნაირად უცნაური და მომხიბვლელია. ინსტალაცია, ალბომის მსგავსად, პოპ კულტურას იყენებს სხვადასხვა პრობლემის წარმოსაჩენად. “Wether Line”, ჩემთვის, სიახლის პოვნაზეა და სწორედ ესაა Sophie-ს ალბომიც, სიახლე, შეიძლება პოპ მუსიკის მომავალიც ვუწოდოთ. ინსტალაცია გამოსავალს გთავაზობს, თუმცა არ მგონია ალბომი იგივეს აკეთებდეს, მგონია, რომ პირიქით, უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს.
ამასთან, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ალბომის კონტექსტი, რაც არ მგონია, რომ ცუდია ან რამით აკნინებს მას. საკმაოდ რთული ალბომია მოსასმენად და შესაძლოა მსმენელი ვერ მიუხვდეს სათქმელს მუსიკოსს, როგორც მე ვერ გავუგე 2018 წელს. კონტექსტით, ვფიქრობ, ყველაფერი უფრო ცხადი ხდება.
ვფიქრობ, რომ Sophie-ს სადებიუტო ალბომი პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. პოპი თანდათან კვდება, თუმცა ამ ალბომს პოპის რენესანსი შეიძლება ვუწოდოთ.
ლიზი. ძალიან კარგია, რომ ატვირთე რეცენზია – კარგია, რომ სათაურიც შენებურად შეცვალე. ერთს გირჩევდი, როდესაც ჟღერადობაზე საუბრობ, შეგიძლია ხოლმე ეგ აბზაცი ცოტათი უფრო ვრცელი გახადო და კონკრეტული მითითებებიც მისცე მკითხველს. უფრო კარგი იქნება თუკი მკითხველს შანსს მისცემ თავად შეამოწმოს კონკრეტულად რომელ კომპოზიციაში ან პასაჟში იპოვე ესა თუ ის გავლენა.