სიამოვნებაა უსმენდე არტისტს რამოდენიმე წლის განმავლობაში და ყოველი ალბუმის შემდეგ გრძნობდე მის განვითარებას როგორც ტექსტობრივს, ასევე მელოდიურს, მაგრამ რაც მთავარია მოხარული ვარ Omar Apollos ხმაში ალბუმიდან-ალბუმში მესმოდეს როგორ ემატება თავდაჯერებულობა.

Omar Apollo არის ლათინო-ამერიკელი მუსიკოსი, რომელიც სულ რაღაც 23 წლისაა და რთული დასაჯერებელია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ინფლუელსი The Internet-ის ალბუმის Ego Death არის, რომელმაც 5 წლის წინ იხილა მზის შუქი და რომელშიც გარდა The Internetის სიზმრისეული საუნდისა, წარმოდგენილები არიან ისეთი არტისტები როგორებიც არიან Janelle Monae, Kaytranada, Tyler the creator და სხვა მრავალი.

მართლია Omar Apolloს Janelle Monaeსნაირად არ გამართლებია და PRINCEთან ერთად არ უმუშავია, მაგრამ ალბათ ინტერნეტ სივრცეში არ არის ინტერვიუ სადაც ის დიდი სიყვარულით არ მოიხსენიებდეს PRINCEს და მას ერთ-ერთ დიდ ინსპირაციად არ თვლიდეს. მიუხედავად იმისა, რომ Prince მის ბოლო ალბუმს ვერ მოესწრო, ამ ალბუმზე მუშაობდნენ – The Strokeსის გიტარისტი Albert Hammond Jr და არანაკლებ აღსანიშნი – Teo Halm, რომელიც Rosalia’ს Latin Grammyს გამარჯვებულ ტრეკ – Con Alturaზე მუშაობდა.

PRINCEს სიყვარული განსაკუთრებით კარგად ჩანს Omar Apolloს 2019 წლის ალბუმ Friends-ში პირველივე ტრეკიდან – Ashamed. ტრეკს გასდევს მძიმე, სექსუალური და ცოტა კომიკური ბგერები, სიმღერის მანერაც 1-1-ში გაგახსენებთ პრინცის მომხიბვლელ ხმას.

დღევანდელი ჩვენი მთავარი განხილვის თემა კი არის Omarის 2020 წლის ალბუმი Apolonio.

უშუალოდ ალბუმის დასახელება Apolonio ნიშნავს Follower of Apollo და Omar გვეპატიჟება თავის მუსიკალურ კულტში და სიმართლე რომ ვთქვათ, ალბუმის მოსმენის შემდეგ მზად ვარ ვიწამო.

Album Cover for Omar Apollo – Apolonio 2020

მთლიანი ალბუმი წინა ნამუშევრებთან შედარებით ბევრად ჰაეროვანია, სავსეა რბილი ბგერებით და აუღელვებელი ვოკალით, ტექსტებში არის საკმაო სარკაზმი და რაც მთავარია, თავდაჯერებულობაც. იგრნობა Funk-Popის, Soulის ზეგავლენა.

თუ ინტერვიუებს გადავხედავთ, ხშირად გაისმის ჟურნალისტებისგან შეკითხვა – როგორი შეგრძნებაა იყო ამერიკელი ლათინა სიმბოლო, მისაბაძი მაგალითი, რასაც ხშირად ღიმილით და სიმორცხვით პასუხობდა, ახლა კი ალბუმის პირველივე ტრეკში სახელად “I’m Amazing”  ირგებს და ითვისებს ლათინა სტერეოტიპს დაგვიანებასთან დაკავშირებით და იგრძნობა, რომ მობოდიშებას არ აპირებს ამის გამო:

„Y que voy a estar tarde, soy Mexicano“ (And that I’m going to be late, I’m Mexican)

და აი, ალბუმის მე4 ტრეკში ვაწყდებით ტრეკს, რომელშიც აშკარაა PRINCEს შემოქმედების ზეგავლენა – Stayback, რომელიც ხიდივითაა უფრო სიზმრისეული ალბუმის ნაწილისკენ და ამ შეგრძნებას აღრმავებს ტრეკი „Hey Boy“ სადაც Kali Uchisის ხავერდოვანი ხმა გვევლინება და მიგვიძღვება ვარდისფერი ღრუბლებისკენ.

აუცილებლად ხაზგასასმელია ტრეკი Dos Uno Nueve, რომლის საშუალებითაც Omar Apollo კიდევ ერთხელ ხმამაღლა ხაზს უსვავს თავის წარმომავლობას, აკუსტიკური გიტარის აკორდების თანხლებით. სიმღერის ტექსტში არის საუბარი იმ კრიტიკაზე რისი გამოვლაც მას მოუწია, იმისთვის რომ იქ ყოფილიყო სადაც ახლა არის და ის სიამაყით მღერის ამის შესახებ.

ბოლოსკენ მოდის ტრეკები Useless, Bi Fren და The Two of Us, რომლითაც Omar Apollo გვახსენებს, რომ ისევ ის 23 წლის საყვარელი ბიჭია, რომელიც ოდესღაც შეგვიყვარდა თავისი დეპრესიული, ცანცარა და მარტივად აკვიატებადი მელოდიებით.

ალბუმი რომ შევაჯამოთ, როგორც მუსიკალურ შედევრს ვერ ვუწოდებ, მაგრამ მას ვისაც Omarის სხვა სიმღერები აქამდე მოუსმენია ნამდვილად სიამაყით მოუსმენს და მასთან ერთად გაუხარდება მისი პროგრესი.  

Omar Apollo არის ყველაზე ჯანსაღი აღწერა American Dreamის – მან შეძლო და მიაღწია წარმატებას თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე მისი ბენდის წევრები არიან, ქმნის მუსიკას რომ გამოხატოს საკუთარი თავი და ამტკიცებს, რა დაბრკოლებაც შეიძლება გეგონოს რომ გიდგას წინ, შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა.

Omar Apollo with His Band and Friends – Photo from Making It: Omar Apollo Interview

Omar Apollo ჩემი გადმოსახედიდან არ არის უბრალოდ მუსიკოსი, ის არის სახე და მაგალითი და რაც მთვარია მეგობარი, იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ ახლა იწყებენ ნამდვილ, ცნობიერ ცხოვრებას და არიან ცოტა შეშინებულები:

i know you are holding some tears

that haunt your new memories

dont waste your life

cause time is great

“Omar Apollo – 19th of April, 2019, Album Friends, Track – There for me”

პირადი რჩევა: ვისაც სურვილი გაქვთ Omar Apolloს შემოქმედება სრულიად შეიყვაროთ, 2018 წლის ალბუმით Stereo-თი დაიწყეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ რომ ახალი ალბუმით დაიწყოთ, მაინც შეძლებს თქვენს გულებში ადგილის დამკვიდრებას.

With Love,

Gvantsa

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *