ალბომის გაარეკანზე ლამაზი ქალია გამოსახული, რომელსაც მარცხენა ხელი ცისკენ ისე აქვს გაწვდილი, რომ თითქოს ჩვენც გვეპატიჟება ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, ეს სოფია, თავისი სადებიუტო ალბომით — OIL OF EVERY PEARL’S UN-INSIDES (2018).

Სოფი მრავალმხრივი გოგოა, მისი საცეცები ყველგან მიდის და ყველას წვდება, შეიძლება ითქვას რომ მასთან მუშაობა მოთხოვნადია, (ალბათ სასიამოვნოც), ამას კი ის მათქმევინებს თუ რა დონის არტისტებთან უმუშავია მას:  Charli XCX, Vince Staples,  Madonna, lady gaga.  სოფი ყოფილა პატარა “ჭანჭიკი” გიგანტების შემოქმედებებში.

Შემდეგ დგება 2018 წელი და სოფი ხმამაღლა გაისვრის, გასროლა კი, შემზარავია, ჭექაქუხილი, რომელიც მოსწონთ ან არ მოსწონთ, სინამდვილე კი ერთია, მან მიიპყრო ყველას ყურადღება ვინც ამ ინდუსტრიაში მუშაობს.

ალბომის გამოსვლას წინ უძღვოდა რამდენიმე სინგლი, რომლებიც გაზაფხულის წვიმასავით კოკისპირულად დასცხებს, ინტენსიური იქნება, შემდეგ კი მალევე დამშვიდდება და შეწყდება. Ეს 2013 წელს იყო, მას შემდეგ სოფი განვითარდა და გარდაიქმნა კიდეც, დღეს  გვაქვს ის რაც გვაქვს არტისტი რომელიც ნამდვილად არტისტია, ყველანაირი კონფორმიზმის გარეშე და ალბათ ეს ნონკონფორმიზმია, რაც მის შემოქმედებას მომავლის პოპის სტატუსს ანიჭებს.

Რბილი ვოკალი რომელიც არტისტზე საკმაო ინფორმაციას გვაწვდის, და ამ რბილ ვოკალზე დამატებული ყურისთვის უხეში ინსტრუმენტალი. Თითქოს ერთდროულად არის კომფორტი და დისკომფორტი. Და ზუსტად ეს ინსტრუმენტალი, მომავლიდან ისმის, კი ის ნამდვილად მომავლის ხმააა, რობოტული ?! Ანდროიდული ?! Ერთი უეჭველია რომ ამ ხმას ახალი სიტყვა ჭირდება ვიდრე ინდუსტრიალია, ბოლოსდაბოოლოს ეს ხომ მომავლის პოპია.

მოცემული ალბომი იდეალური მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა შექმნა “მოწესრიგებული ქაოსი”. თითოეული ნამუშევარი მსმენელში ორმხრივ გრძნობებს აღძრავს, ერთის მხრივ სიმღერები ჰარმონიულია, თუმცა ამის დაჭერა საკმაოდ ძნელია, რადგან სოფი მსმენელს მოსვენებას არ აძლევს და ჰარმონიას მალევე უცვლის, ფაქტობრივად პოსტ-პოსტ მოდერნული ჟღერადობის დამატებით. ამ ყველაფერს ემატება მისი ვოკალი, რომელიც ტრეკებს სრულყოფილს ხდის. ეს არის ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნა ექსპერიმენტალური ჟღერადობა და გაუსწრო დროსაც კი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *