მოსაწყენი ანგელოზი ორღანს მიუჯდა,პირველი ბგერებიით აავსო სიცარიელე და დროის მთვლელიც ჩაირთო. აი სინთეზატორიც შემოგვიერთდა, ელექტორნული ხმებიც დაგვეწია და გადავეშვით უკიდეგანობაში.

ეს არის პერსონალური მესა, მუსიკალური ლიტურგია ჯადოქარ დენიელ ლოპატინისაგან, რომელმაც ძალიან სუბიექტურად ამერიკის კოლონიზაციაც მანახა, ისტორიის ვერტიკალური ხაზი შუა გზაში გამიწყვიტა,საკუთარი ქვეცნობიერის ახალ შრეებში ჩამახედა, სივრცის საზღვარი უფრო გამიფერმკთალა და საკუთარ თავთან სრულიად მარტო დამტოვა.

წარმოიდგინეთ ძალიან დამღლელი და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ შინ ბრუნდებით, ყველასა და ყველაფრისგან გადაღლილი შვებას ეძებთ და სწორედ ასეთ სალბუნ მალამოდ მოგევლინებათ ბრუკლინში მოღვაწე, რუსულ-ებრაული ფესვების მქონე, მუსიკოსისა და პროდიუსერის დენიელ ლოპატინის იგივე Oneohtrix Point Never-ის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი R Plus Seven რომელიც 2013 წელს გამოიცა ბრიტანულ ლეიბლ  Warp-ზე და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

“თუკი ის თანაბრად ლამაზი და მისტიური თავსატეხია, მაშინ მისი ამოხსნაც აუცილებლად ღირს.”-AllMusic

დენიელი ძირითადად, ელექტრონულ და ექსპერიმენტულ მუსიკაზე ორიენტირდება. მას აქვს საოცარი უნარი კარგად დავიწყებული ძველი, სრულიად ახალი რაკურსით დაგვანახოს და ბანალური, მოსაწყენი, სიცარიელეები ჯადოსნურად აქციოს.

ამის ნათელი მაგალითია 2011 წელს გამოცემულო ალბომი Replica, რომელიც 80-90-იანი წლების სატელევიზიო რეკლამების სემპლებითაა გაჟღენთილი. ჩემი ფავორიტი ტრეკი “Sleep Dealer” კი ასევე საყვარელი საღეჭი რეზინის  Wrigley-ს რეკლამის ბაზისზეა აგებული.

R Plus Seven ისევე როგორც Replica სემპლინგზე დაფუძნებული ტექნიკითაა შექმნილი, თუმცა R Plus Seven-ში ლო-ფი ჟღერადობის გარდა MIDI-საც შეხვდებით და თითქოს უფრო სასიამოვნო და მსუბუქი მოსასმენიც კია.

ალბომის ქავერი Georges Schwizgebel-ის 1982 წლის ანიმაციიდანაა “Le Ravissement de Frank N. Stein”, რომელიც ერთი დიდი დალუპული სივრცეა და ზოგადად ლოპატინის შემოქმედებას თუ გადავხედავთ , დავინახავთ გასული საუკუნის როგორც სატელევიზიო რეკლამებისა თუ ვიდეო თამაშების,ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების გავლენას მის შემოქმედებაზე.

ჩემი ნება რომ იყოს, სამყაროს ამ ალბომის მესამე ტრეკს “He She”-ს დავადებდი და დავლუპავდი.

Inside World მესამე თვალს შეგძენთ, მინიმალისტური ვოკალით,ცოტა სიმიანი საკრავებით და გასაოცარი ხმების კომბინაციით საყაროს ანატომიურ თავისებურებებშიც გაგარკვევთ.

ამას მოსდევს ძალიან კონტრასტული ზებრა, საყვირის ელემენტებით, უფრო ღრმად ჩაყვინთვით და პრობლემების გადააზრებით.

უვრცესი სივრცე, სიწყნარე და შინაგანი სიმშვიდე, ნეონით განათებული ორღანი და ბოლო აკორდი.

Tracklist /
01. Boring Angel
02. Americans
03. He She
04. Inside World
05. Zebra
06. Along
07. Problem Areas
08. Cryo
09. Still Life
10. Chrome Country

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *