3 ნოემბერი ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეა. საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოქალაქეებს არა მხოლოდ პოლიტიკოსები არამედ მუსიკალური მედია თავად მუსიკოსები მოუწოდებენ.

Pitchfork ინსტაგრამ გვერდზე მადონას – „rock the vote”-დან ნაწყვეტს  აქვეყნებს, რომელიც 1990 წელსაა გადაღებული.

Rockthevote კამპანიის ფარგლებში დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობისკენ თაობა z-ს წარმომადგენლებს მოუწოდებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან Billie Ilish, Callie Reiff…

არჩევნების თემაზე სოციალურ ქსელებში კამპანიას აწარმოებს MTV-ც, რომელიც მუსიკოსების ციტატებს აქვეყნებს.

Cardi B: “I want a president who understands the pain of the people. I want a president who is going to give us unswers.”

Tyler, The Creator: “Please, please, if you are young your f *cking back don’t hurt, go to them polls and canst a fucking vote.”

Rihanna: “Stop believing that your vote and voice don’t matter! This is the illest way to protesr… vote for the change you want.“

მუსიკას და პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში ურთიერთობის დიდი ისტორია აქვს. ეს ჩვენთვისაც არ არის უცხო.  ყველა პოლიტიკურ ცვლილებას თითქოს თავისი ხმა აქვს, რომელიც შემდგომში ახალი ეტაპის სიმბოლო ხდება.

ბოლო რამდენიმე დღეა არჩევნები და მის ირგვლივ თავმოყრილი აზრები ჩვენთანაც მთავარი თემაა. მუსიკით ლაპარაკი, ვფიქრობ საქართველოს ისტორიაში რატომღაც ყოველთვის ყველაზე ეფექტური გზა იყო. დღეს ჯერ-ჯერობით არ ისმის ცვლილების ხმა. დაველოდოთ გაიჟღერებს თუ არა ახალი მუსიკალური აზრები და შეიქმნება თუ არა ახალი პერიოდის ახალი „ჰიმნი“.

მანამდე კი საინტერესო პოდკასტი პროტესტის მუსიკის ისტორიის შესახებ: https://podcasts.apple.com/us/podcast/when-music-becomes-political-protest/id1516844211?i=1000496573707

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *