2021 წლის 26 თებერვალს გადის 20 წელი მას შემდეგ, რაც დეტროიტელმა J Dilla-მ პირველი სოლო და ძალიან წარმატებული ალბომი „Welcome 2 Detroit” გამოუშვა. 16 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ნათლად აჩვენებს არტისტის მრავალფეროვან შემოქმედებით უნარებს. სწორედ W2D-მ მოუტანა ჯეი დის საუკეთესო პროდუსერის სახელი არა მხოლოდ მის ერაში.
ამ განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად BBE-მ, ლეიბლმა, რომელმაც იმუშავა ალბომზე 20 წლის წინ, გადაწყვიტა სპეციალური ვინილების ნაკრები გამოუშვას.
ნაკრები 2021 წლის 5 თებერვალს გამოვა.
7’’-იანი 12 ცალი ფირფიტა მოიცავს ინსტრუმენტალებს, გამოუქვეყნებელ ალტერნატიულ მიქსებს, ასევე ახალ ინტერპრეტაციებს ცნობილი ბრაზილიური ტრიოსგან Azymuth. ნაკრებში შევა ბრიტანელი მწერლის ჯონ ვანდერპუჯის წიგნიც, რომელსაც ალბომზე მუშაობს პროცესი აქვს აღწერილი.
J Dilla-ს დედის, Ma Dukes-ის თქმით, სხვა ვერცერთი ლეიბლი შეძლებდა გამოემჟღავნებინა ჯეის კრეატიულობა ისე, როგორც ეს BBE-მ მოახერხა.
ალბომის უკან დიდი ისტორიაა. მისი ჟღერადობა, ისევე როგორც ქავერ სურათი, დიდწილადაა ინსპირირებული Chocolate City-სგან, ცნობილი დეტროიტული სტრიპტიზ კლუბისგან.
სწორედ W2D-ში გამოჩნდა პირველად ჯეი დი სასცენო სახელით J Dilla, რომელიც მას ბასტა რაიმსმა უწოდა. ალბომი მოიცავს კოლაბორაციებს ისეთ ჰიპ-ჰოპ არტისტებთან, როგორებიც არიან Beej, Big Tone, Elzhi, Frank N Dank, Phat Kat და სხვები.
საიუბილეო 12 ფირფიტიანი ნაკრების წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Bandcamp-სა და BBE-ს ვებ-გვერდზე. ნაკრების საწყისი ფასი 20 ფუნტია.
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი