5 ნოემებერს საყოველთაო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შედეგად ბრიტანეთში დაიკეტა მრავალი დაწესებულება. ამავდროულად “Musicians’ Union” მთავრობას მოუწოდებს ყურადღების გარეშე არ დატოვონ არტისტები, რადგანაც კრიზისი კვლავ დიდ გავლენას ახდენს მუსიკალურ ინდუსტრიაში დასაქმებულებზე. 

ციფრულ, კულტურულ, მედია და სპორტის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა Oliver Dowden-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში არტ ვენიუები კლასიფიცირებულია როგორც სამუშაო ადგილები. ვიდეო და ხმის ჩამწერი სტუდიები კვლავ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას 2020 წლის ნოემბრის განმავლობაში, თუმცა აუდიტორიის გარეშე.

UK Music-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Jamie Njoku-Goodwin-მა NME-სთან ინტერვიუში ამბობს: ”სტუდიები დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ინდუსტრიის ეკოსისტემის ძირითადი ნაწილია, რომელსაც წელიწადში 5,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეაქვს ეკონომიკაში და 190,000 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ მთავრობასთან მუშაობა, რადგან მაქსიმალურად ღია დარჩეს და ისევ ფეხზე დადგეს მუსიკალური ინდუსტრია.” 

The Streets, Live Stream from EartH, Hackney. CREDIT: Chris Bailey

მსგავსი ღონისძიებები პოპულარული გახდა პირველი შეზღუდვების დროს მარტიდან ივნისის განმავლობაში. ამ პერიოდში მათ საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, რამაც ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს სფერო. ვიდეო და ხმის ჩამწერი სტუდიები აგრძელებენ მუშაობას ისეთ რეჟიმში, რომელშიც შეძლებენ რეპეტიციების, სპექტაკლებისა და “ლაივ  სტრიმ” ღონისძიებების გამართვას. 

ავტორი: სოფი სირაძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *