ამერიკული როკ ჯგუფი Foo Fighters ახალი ვიდეოკლიპით გვიბრუნდება. Shame Shame ბენდის რიგით მეათე სტუდიური ალბომიდან Medicine at Midnight-იდანაა.

7 ნოემბერს ბენდი Saturday Night Live-ის სტუმარი იყო, სადაც Times like These და Shame Shame შეასრულეს

Medicine at Midnight -ზე მუშაობდა გრემის გამარჯვებული პროდიუსერი Greg Kurstin, რომელმაც მონაწილეობა ბენდის წინა ალბომის Concrete and Gold -ის პროდიუსინგშიც მიიღო.

ალბომი 9 კომპოზიციისგან შედგება და 2021 წლის 5 თებერვალს გამოვა. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ვინილ ვერსიაც, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა. მანამდე კი შესაძლებელია წინასწარ შეკვეთა ბენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *