მუსიკოსმა დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია “კარის ნადიმი” გამოუშვა.
ახალბედა მუსიკოსი პოსტ-პოპისა და პოსტ-პანკის ჟანრში ტრიალებს და თამამად ეშვება ექსპერიმენტებში.
“მიყვარს, როცა ემოცია მაწერინებს მუსიკას. ჩემი მუსიკის წერა ძირითადად ინტუიციაზე და ემოციებზე დაყრდნობით ხდება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა ეგ არის. მიყვარს სპონტანურობა და მუსიკას მაშინ ვწერ, როცა ემოციები მოდის. ეს არის სპონტანურობის და ინტუიტიური ანალიზის რბილი ნაზავი . ვხვდები, რომ ძიება არასრდროს მთავრდება და მთავარი სიამოვნებაც ჩემს შემოქმედებაში სწორედ ეგ არის. ალბომ “ათასწლეულის” შემდეგ რატომღაც მეგონა ერთ ჟანრზე გავჩერდებოდი, მაგრამ შედგემ რადიკალურად შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და მივხვდი, რომ ძიება არასდროს მთავრდება და თურმე თვით ძიებაშია მთელი სიამოვნება.”
მუსიკოსის ერთ-ერთი ინსპირაცია გახლავთ Scooter-ის “How Much Is The Fish? “
“The chase is better than the catch”
აქ იგი აღნიშნავს, რომ ძიება არის მთავარი პროცესი და არა თვითონ შედეგი. ძიების პროცესში შეიძლება უამრავი ახალი საინტერესო რამ აღმოვაჩინოთ.
prod. by Melqo
artwork by Levan Gagoshvili
ბონუსად ჩემი პირველი აღმოჩენა და ერთ-ერთი ფავორიტი კომპოზიცია “უსიყვარულო”
ავტორი: სოფი სირაძე
Melqo is Life / Melqo is Love