ზაირა ბაბაევა დაიბადა 1972 წელს ქალაქ თბილისში, კარბიურატორების სპეციალისტის სეკო ბაბაევის და მეეზოვე დლი ბაბაევას ოჯახში. ზაირას 6 ძმა ჰყავს, ასე რომ ზაირა ახტაჯანა იეზიდი გოგონა გახლავთ. მისი კლასელი, ახლა კი უკვე მეუღლე იხსენებს “ერთხელ მეორე კლასში რომ ვიყავით, მოვიდა და მითხრა — აი ჩემი ძმა პიწკინა გამოვა ციხიდან და მოგიტაცებ”…
ასეც მოხდა, არა პიწკინას ციხიდან დაბრუნება არაფერ შუაში იყო, უბრალოდ ორმა პატარა გულმა ერთ რითმში დაიწყო ძგერა, სწორედ იმ რითმში რომელიც ათი წლის შემდეგ მათ ნახევრად იეზიდურ ნახევრად ქართულ ქორწილში 1989 წლის 11 ნოემბერს ისმოდა, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის VII კორპუსის ეზოში გაშლილი სეფიდან. ტრადიციის მიხედვით ნეფე-პატარძალი წრეში იდგნენ და მოცეკვავეები მათ წითელ თუმნიანებს და იისფერ 25 მანეთიანებს აყრიდნენ თავზე.