ნაილი ჩემო ნაილი
მარგალიტს გიგავს smile-ი
შენ გიცქერს ყველა გამვლელი
რამდენი ზღვისკენ ჩაივლი.

შენ შემხედვარე ნაილი
ამემღვრა ტვინში File-ი
“ოჰჰჰ” — მოგტირიან ყვაილნი
პლიაჟისკენ რომ გაივლი.

ოსური ცეკვის Style-ით
რომ ჩამიქროლებ ნაილი,
მინდა შევკივლო — “მიყვარხარ!!!
როგორც მალდერსა სქაილი”!!!

ნაილი ჩემო ნაილი
მარგალიტს გიგავს Smile-ი
მე გეტრფი, შენ კი ზღვას უცქერ
რამდენი გვერდით ჩაივლი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *