Riot Grrrl წარმოადგენს ანდერგრაუნდ ფემინისტურ პანკ მიმდინარეობას, რომელიც დაიწყო 90-იან წლებში ვაშინგტონის ქალაქ ოლიმპიაში. მოძრაობა ასოცირდება მე-3 ტალღის ფემინიზმთან, რომელიც უმეტესად ფოკუსირებას აკეთებს ინდივიდის იდენტობაზე.
მიმდინარეობის მთავარი მიზანი იყო ქალებს პანკ მუსიკის მეშვეობით გაევრცელებინათ სიტყვა მათ პრობლემებზე და თავისუფლად გამოეხატათ ბრაზი, რომლის საკუთარ თავში შენახვას მოუწოდებდა საზოგადოება, ისინი საუბრობდნენ ისეთ ტაბუ დადებულ საკითხებზე როგორიც იყო, და სამწუხაროდ დღემდე არის – სექსუალური შევიწროება, ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, სქესთა შორის უთანასწორობა, ქალთა ჩაგვრა, რასიზმი, ჰომოფობია და პატრიარქატული სამყაროს მრავალი პრობლემები.
Riot Grrrl-ის უკომპრომისო, შემტევი გოგონების დაჯგუფება არ აპირებდა გაჩუმებულიყო, მიუხედავად დიდი ანტიპათიისა საზოგადოების უმეტესი ნაწილისგან. ჯგუფში მონაწილე გოგონებს უწევდათ გამკლავება სექსიზმით გაჟღენთილ კომენტარებთან, ხშირად ფიზიკურ აგრესიასთანაც, Bikini Kill-ის ვოკალისტი Kathleen hanna, რომელიც Riot Grrrl-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თავის კონცერტებზე მოუწოდებდა გოგონებს გადმოსულიყვნენ დარბაზის წინა ხაზზე, რათა თვითონაც დაცული ყოფილიყო მამაკაცების აგრესიისგან და გოგონებიც დაეცვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, Riot Grrrl-ის არცერთ წევრს არ უფიქრია გაჩერება და დარწმუნებული ვარ, რომ არც იმის ილუზია ჰქონდათ, რომ მათ განცხადებებს თბილად შეხვდებოდა უმეტესობა. ნორმისგან გადახვევა და გამიჯვნა ისტორიის მიმდინარეობისას არასდროს ყოფილა უმრავლესობის გულის მოგების გზა ან მიზანი.
მიმდინარეობა გაუჩერებლად ებრძოდა მედიასაც, რომელიც იმ პერიოდისთვის აჩვენებდა ქალს როგორც საგანს და გარდა ამისა, ხშირად ცდილობდა ცნობილი ქალების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამის გამო, Riot Grrrl-ის წევრები უარს ამბობდნენ მედიასთან საუბარზე და თავისით გამოსცემდნენ ხელით შექმნილ მინი-გაზეთებს, რომელშიც მოუწოდებდნენ გოგოებს ყოფილყვნენ უკომპრომისოები, არ გაჩუმებულიყვნენ და არ შეგუებოდნენ იმ ძალადობას რასთანაც უმეტესობას ყოველდღე უწევდა გამკლავება,
აქვე წარმოგიდგენთ Riot Grrrl-ის ერთ-ერთი დამაარსებლის Kathleen Hanna-ს მინი-გაზეთის ნაწილს და ჩვენსავე ნათარგმნს გვერდიგვერდ –
იმისთვის, რომ სრულიად გავიგოთ ამ მოძრაობის არსი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ პერიოდის პანკ სცენა – ამ ეტაპისთვის პანკ ჩარტების ლიდერები არიან მამაკაცები, მთელი პანკ სცენა სავსეა მამრობითი სქესით და ხშირად კეთდება კომენტარი – “Punks Are not Girls/გოგოები პანკები არ არიან”
სრულიად საწინააღმდეგო გზას სიამოვნებით მიყვებოდნენ შემდეგი ბენდები და ამ მიმდინარეობის დამაარსებლები – Bikini Kill, Bratmobile, Sleater Kinney, Huggy Bear, Heavens To Betsy, Excuse 17, Emily’s sassy lime, The Third Sex და ა.შ
ჯგუფები ხშირად იღებდნენ კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მათ არ იცოდნენ ინსტრუმეტზე დაკვრა და არ ჰქონდათ მუსიკალური განათლება, მაგრამ პანკის იდეა არასდროს ყოფილა სწორი ან სუფთა ბგერები, პანკის მიზანი იყო გადმოეცა მესიჯი და Riot Grrrl-ის წარმომადგენლები ამას აკეთბდნენ იდეალურად.
ბენდები გოგოებს მოუწოდებენ რევოლუციისკენ, მათ ამხნევებენ და იწვევენ – იყავი ის ვინც გინდა რომ იყო! ნუ უსმენ სხვებს!
აუცილებლად სახსენებელი კომპოზიციაა 1993 წლის Bikini Kill-ის კომპოზიცია Rebel Girl/მეამბოხე გოგონა, რომელიც საუბრობს გოგონაზე რომელიც თავისით რევოლუციაა, ტექსტში ქეითლინი გამოხატავს მის სიყვარულს მეამბოხე გოგონების მიმართ: Come and be my best friend/მოდი, იყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი
Rebel Girl, You are the Queen of my world/მეამბოხე გოგონავ, შენ ხარ დედოფალი ჩემი სამყაროსი
When she talks, I her the revolution/როცა ის საუბრობს, მე მესმის რევოლუცია
In her Lips, There’s Revolution/ მის ტუჩებზე, ეს რევოლუციაა
When she walks, the revolution’s coming/როცა ის დადის, ეს რევოლუციის ნაბიჯებია
In her kiss, I taste the revolution/მის კოცნაში მე ვაგემოვნებ რევოულიცას
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Huggy Bear-ის კომპოზიცია Her Jazz რომლის ვოკალისტი პანკისთვის დამახასიათებელი ვოკალით მიკროფონში ყვირის:
This is the Sound of Revolution/ ეს არის რევოლუციის ხმა
This is Happening without your Permission/ ეს ხდება თქვენი ნებართვის გარეშე
The Arrival of a new Renegade/ ეს ახალი რენეგატის დაბადებაა
დღეს დღეისობით ვხდებით მედიაში მუსიკოსებს/ხელოვანებს, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას რომ Riot Grrrlის დიდი გავლენის ქვეშ არიან. მათ შორის Pussy Riot. საინტერესო ფაქტია, რომ Kathleen Hanna იყო ადამიანი, რომელმა Smells Like Teen Spirit-ის სახელწოდება კურტ კობეინს დაუწერა მის ოთახში, რაც ირიბად თუ პირდაპირ გახდა ინსპირაცია სიმღერის.
ბევრს შეიძლება დღესაც გაუჩნდეს კითხვა, რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? რა მოიტანა ამ ყველაფერმა კარგი? რადიკალიზმი საჭიროა იმისთვის, რომ დაიძრას საკითხი რომელიც მიჩუმებულია, Kathleen Hannaს ნაწილობრივ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებისთვის და მჯერა, რომ მისი და Riot Grrrlის შრომა და მესიჯი ფუჭი არ ყოფილა და იმ ბალანსამდე მივალთ რომლისკენაც ასე მივისწრაფით მშვიდობის მოყვარულები.