ცნობილია, რომ Benny The Butcher – ი დაყაჩაღების მცდელობის დროს ფეხში დაჭრეს.

ბუფალო რეპერი – რომლის ნამდვილი სახელია ჯერემი პენიკი – არის კოლექტივების “Griselda” და “Black Soprano”-ს წევრი.

TMZ– ის ცნობით, პენიკი ჰიუსტონში მაღაზია Walmart – ის გარეთ, მანქანაში იჯდა, როდესაც ხუთმა ადამიანმა სამკაულების წართმევა დაუპირა, ბენი ყოყმანობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა დამნაშავემ იგი ფეხში დაჭრა.

მართალია ამ შემთხვევის ვიდეო მასალა ვერ მოვიძიეთ, მაგრამ თავისებურად დონალდ გლოვერის სერიალ „ატლანტას“ მეორე სეზონის მერვე ეპიზოდს გვახსენებს და ამ სიუჟეტს გთავაზობთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *