Mariam Taliashvili Presents Rumba

ესპანელმა ახალმოსახლეებმა კუბაზე აფრიკელი მონების გადაყვანა მე-16 საუკუნიდან დაიწყეს. მე-18 – მე-19 საუკუნეებში კი მათმა რაოდენობამ პიკს მიაღწია.

რუმბაც სოციალური გარემოებებიდან აღმოცენდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ჩრდილოეთ კუბა მონობაში მყოფი ღარიბი აფრიკელების ცენტრს წარმოადგენდა. ამბოხი რთული და საშიში იყო, ამიტომაც ადამიანები პროტესტს სიმღერითა და ცეკვით გამოხატავდნენ შენიღბულად.

1886 წელს აფრიკელები მონობიდან გათავისუფლდნენ, თუმცა სოციალური უთანასწორობა და სიღარიბე არ გამქრალა. ჰავანასა და მატანსასის ბარაკებში შესრულებული „რუმბა“, რაც კუბელებისთვის “წვეულების” სინონიმია, მალე მთელ კუნძულს მოედო, მე-20 საუკუნიდან კი კუბას მასშტაბებსაც გასცდა.

რუმბას ძირითადი კომპონენტები პერკუსიები, პოლირიტმული დასარტყამი ინსტრუმენტები, იმპროვიზირებული ვოკალი და ცეკვაა.

კუბური რუმბას სამი ტრადიციული ფორმაა გუაგუანკო, კოლუმბია და იამბუ. ეს უკანასკნელი მიიჩნევა რუმბას უძველეს მიმდინარეობად. 1940 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კუბაზე მუსიკის ჩაწერა დაიწყო, მსოფლიომ ისეთი რუმბერო ბენდები გაიცნო, როგორებიცაა Los Muñequitos de Matanzas, Clave y Guaguancó, AfroCuba de Matanzas და სხვა.

ამის შემდეგ გავრცელდა რუმბა სხვა ქვეყნებში და თან თითოეული რეგიონის მახასიათებლებიც შეიძინა.

აქედან აღსანიშნავია აფრიკული რუმბა, ანუ კონგოლური რუმბა, რომელიც 60-იან წლებში მთელ ცენტრალურ აფრიკაში გავრცელდა. Septeto Habanero, Franco’s OK Jazz, Le Grand Kallé’s African Jazz კი კონგოლური რუმბას აღიარებული შემსრულებლები გახდნენ.

რუმბამ შეაღწია ესპანურ ფლამენკოშიც და ჩამოაყალიბა რუმბა ფლამენკა და კატალუნიური რუმბა, აითვისა რა ფლამენკოსთვის დამახასიათებელი გიტარის ჟღერადობაც. ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი Gipsy Kings-ია.

კუბურმა რუმბამ ზეგავლენა მოახდინა მოგვიანებით ლათინური და აფრო-ამერიკული ჯაზის, სალსას, მამბოს, პაჩანგას, ბატა-რუმბას განვითარებაზეც.

როგორც იქ ამბობენ, რუმბა ცხოვრების სტილი და მათი ეროვნული სპორტია, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ბეისბოლი.

რუმბა არა ჟანრით, არამედ ატმოსფეროთი იცნობა. ამიტომაც არ არსებობს რუმბა კუბას გარეშე და კუბა რუმბას გარეშე.

Tracklist:

  1. Celia Cruz – Corazon De Rumba
  2. Caravana Cubana – Una rumba con dos tres
  3. Los Muñequitos De Matanzas – Homenaje A Cha Chá
  4. Clave Y Guaguancó – Déjala En La Puntica
  5. Emilio Sierra Y Su Orquesta – Pim Pam Pum
  6. Septeto Habanero – Orgullo de los soneros
  7. Tabu Ley Rochereau & L’African Fiesta National – Minge Rumba Fiesta
  8. Koffi Olomide – Eternellement
  9. Franco & L’Orchestre O.K. Jazz – La Rumba de mi Vida
  10. Gipsy Kings – Rumba del Sud
  11. David Byrne – The Rose Tattoo
  12. Chick Corea – Night Streets
  13. Bio Ritmo – Yo Soy La Rumba
  14. Jerry Gonzalez – Reflections

1 thought on “რუმბა – კუბელების ეროვნული სპორტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *