ბათუმის დრამატული თეატრის სცენიდან Soundspring ფესტივალის ლაივ სტრიმი დაიწყო. ფესტივალში, რომელიც 2014 წლიდან ტარდება, მონაწილებობას იღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერიმენტული მუსიკის შემსრულებლები. აღნიშნული პლატფორმა, პერფორმატიულ და საგანმანათლებლო სესიებს მოიცავს.

დღეს, არსებული პანდემიის გათვალისწინებით, ორ დღიანი ფესტივალი მხოლოდ ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით გვიბრუნდება. ლაივ სტრიმს Mutant Radio გვთავაზობს.

21 ნოემბერს, მოვუსმენთ მუსიკოსებს: ანი ზაქარეიშვილი, Vazhmarr, ლევან შანიძე და DI (დავიდ დათუნაშვილი / ირაკლი აბრამიშვილი).

22 ნოემბერს კი ანუშკა ჩხეიძეს, რეზო ღლონტს და V.C.V.S. (ირაკლი შნია, სანდრო კოზმანიშვილი) მოვუსმენთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის (ა.რ) განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის დრამატული თეატრი

პარტნიორები: არტარეა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, Creative Education Studio, SLR studio

შეუერთდით ლაივს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *