ილბიენთი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი სტილია, რომლის საწყისებსაც ’90-იანი წლების ნიუ-იორკში, ბრუკლინში ვპოულობთ. ილბიენთის ისტორია, რომელიც აქტიური მხოლოდ ათწლეული იყო, არტისტული და ინტელექტუალური მოძრაობის ისტორიაცაა, რომელზეც დოკუმენტური მასალა ნაკლებად მოიპოვება.

ტერმინი, სადაც ill განიხილება ჰიპ-ჰოპ სლენგად და უერთდება ემბიენთს, პირველად Dj Olive-მა გამოიყენა. ჟღერადობით აერთიანებს დაბ, ემბიენთ და ჰიპ-ჰოპ სემპლების ესთეტიკას და ენათესავება ევროპულ ჯანგლსა და თრიფ-ჰოპს. ილბიენთი შეგვიძლია ჩავთვალოთ დაუნტემპოს ალტერნატიულ მხარედ, რომელიც უფრო მეტად ინდუსტრიული, ექსპერიმენტული, აბსტრაქრული და ბნელია.

GREGOR ASCH aka DJ Olive: ტერმინი ილბიენთი, თავიდან ხუმრობა იყო, რომელიც ჟურნალისტს ვუთხარი. მე და Rich Panciera aka dj Lloop ვფიქრობდით, რომ ეს სასაცილოსთან ერთად, ძალიან მაგარი იყო, ამიტომ პატარა ლეიბლით დავიწყეთ: Illbient Recordings. პირველი რელიზი Lloop-ის ტრეკები იყო, სახელწოდებით Bulbbs, თავისივე შემოქმედების მიქსი. ის Illbient Recordings-ის პირველი და უკანასკნელი გამოცემა აღმოჩნდა. შემდგომში სიტყვა ილბიენთი გაძლიერდა, უფრო მეტი მნიშვნელობა მიიღო და სტილად ჩამოყალიბდა.

RICH PANCIERA aka DJ Lloop: ილბიენთი რეაქციული სახელი იყო. იმ დროისთვის, ის რაც ნიუ-იორკში ხდებოდა, არ ჰგავდა იმ ემბიენთს, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო უსმენდა. ნიუ-იორკის ჩილ-აუთ ოთახებში განსხვავებულ მუსიკას ქმნიდნენ, რაც უფრო მეტად თავისუფალ იმპროვიზირებულ ჯაზზე, ტექსტურასა და ნოისზე იყო ორიენტირებული. სწორედ აქ გაჩნდა ახალი სახელის აუცილებლობა. ილბიენთს ჰქონდა ყველა ის განსხვავებული ხმა, რომელსაც თითოეული არტისტი აჟღერებდა ბრუკლინში.

მოუსმინეთ სელექციას, რომელშიც მაქსიმალური მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი ილბიენთისთვის დამახასიათებელი ჟღერადობების ტრეკები:

Tracklist:
1. DJ Olive – Bamboo
2. DJ Spooky – 09 Anansi Abstrakt
3. DJ Spooky – Supersonic Bionic
4. Spectre – Bandar
5. Byzar 05 – phylyx
6. We™ – In Time
7. Lloop – Bulbbs 8
8. Bonobo – Sugar Rhyme
9. Ken Ishii – Endless Season
10. SIMM – Some Silences
11. The Future Sound of London – Lifeforms
12. Scorn – The End
13. Plastikman – Consumed – 01 Contain
14. Kernfeld – Escapism

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *