რიჩი ჰოტინმა გამოაქვეყნა ახალი EP, რომელიც პირველი კლუბისთვის განკუთვნილი გამოცემაა 1999 წლის Minus Orange-ს შემდეგ.

Time Warps – 35 წუთიანი, ორი ტრეკისგან შემდგარი გამოცემა, Plus 8 Records-ის ტრანსფორმირებულ From Our Minds პლატფორმაზე გამოიცა. ვინილის შეძენა 4 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოვეცი ზოგიერთი რამ, რაზეც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდი. ჩემი ლეიბლი +8 მომავლისთვის გარდაიქმნება @fromourmindsofficial პლატფორმასთან ერთად, ჩემი ახალი გამოშვება კი მისი პირველი ნაბიჯია. ვნახოთ სად მიდის ეს ყველაფერი ” – წერს არტისტი ოფიციალურ ფეისფუქ გვერდზე.

EP სახელწოდების ტრეკიზე Barbara Kelin-ის შექმნილ ვიდეოს HATE-ის იუთუბ არხი ავრცელებს:

Video by Barbara Klein

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *