The Strokes-მა კომპოზიციის The Adults Are Talking ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. სიმღერა ერთ-ერთი ნამუშევარია ჯგუფის წლევანდელი ალბომიდან – The New Abnormal.
ვიდეოში ჯგუფი ბეისბოლს ეთამაშება რობოტებს, რომლებთანაც 56:1 ანგარიშით აგებს თუმცა თამაშის ბოლოს აღებულ 1 ქულას ისე აღნიშნავს, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა მოიგო.
ვიდეოს რეჟისორი: რომან კოპოლა