ჩვენთვის შობა-ახალი წელი სიცივესთან და თოვლთან ასოცირდება.

მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ერთადერთი ყინული, რომელსაც Shaggy ამ ახალ წელს იხილავს, ყინულის კუბი იქნება მისი კოქტეილის ჭიქაში ცხელ სანაპიროზე.

ლეგენდარული რეპერი და პოპ-მომღერალი Shaggy დღესასწაულს იამაიკაზე ატარებს და საახალწლო ალბომსაც სახელად “Christmas In The Islands” იამაიკურ Reggae სტილში გვთავაზობს.

ალბომი 15 კომპოზიციისგან შედგება და მოწვეულ არტისტებს შორის Ne-Yo, Beenie Man და Joss Stone-იც არიან.

სულ რამდენიმე წუთის წინ Shaggy-მ ვიდეო-კლიპიც გამოაქვეყნა ალბომის მე-8 კომპოზიციაზე “Raggamuffin Christmas”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *