Spotify პლაგიატიზმის თავიდან ასარიდებლად ხელოვნური ინტელექტის “გაწვრთნას” გეგმავს.

სასამართლო დავები საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ძალიან ხშირია და ზოგ შემთხვევაში – უშედეგოც – რთულია პირველწყაროსა და შესაბამისობის დადგენა.

ამიტომაც Spotify აპატენტებს “პლაგიატიზმის რისკ დეტექტორს” – ტექნოლოგიას, რომელიც გადაამოწმებს ნოტებს, აკორდების თანმიმდევრობას, მელოდიას, ტექსტს და დაადგენს საეჭვო კომპოზიციის მსგავსების დონეს ბაზაში მყოფ ყველა დანარჩენ კომპოზიციასთან.

ჯერ უცნობია ზუსტად როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის დასწავლისა თუ გამოყენების პროცესი, მაგრამ როგორც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი და Spotify-ს ტექნოლოგიური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი François Pachet აცხადებს, მუსიკალურ ბიზნესს არ უნდა ეშინოდეს, პირიქით, უნდა ეამაყებოდეს ახალი ტექნოლოგია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *