ამერიკულმა ალტერნატიულმა როკ-ბენდმა The Smashing Pumpkins ნოემბრის ბოლოს ახალი ალბომი CYR გამოუშვა.

ბუნებრივია, 1988 წელს ჩამოყალიბებული ბენდი, რომელმაც დაშლაც მოასწრო და ახლაც შემადგენლობა 3/4-ით არის აღდგენილი (Billy Corgan, James Iha, Jimmy Chamberlin), თანამედროვე ჟღერადობებს უწყობს ფეხს. ალბომიც მთლიანად სინთ-პოპ სტილშია გადაწყვეტილი.

ალბომი 20 კომპოზიციისგან შედგება.

The Smashing Pumpkins Jimmy Fallon-ის გადაცემას სტუმრობდა და ალბომის სახელობითი კომპოზიცია CYR-იც ბენდმა დისტანციურად შეასრულა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *