“…მნიშვნელობა გახდა ხელოვნება, ხელოვნება კი საზოგადოება და იმედი…”
ალბომი Sonic Healing, Martin Steer-ის იდეიდან დაწყებული პროექტია, რომელიც შემდეგ 12 მუსიკოსის შემოქმედებითი ფანტაზიისა და იმპროვიზაციიის კოლაბორაციად ჩამოყალიბდა. ANTIME რექორდსის 39 წუთიანი გამოცემა, სტილისტურად ჯაზს, ემბიენთსა და აბსტრაქტულ ელექტრონიკას მოიცავს. ვიზუალი ირანელმა არტისტმა – Arash Akbari-მა შექმნა გენერატორული ალგორითმებით, რომელიც რეალურ დროშია დამუშავებული.
არტისტის თქმით, Sonic Healing-ის სათაური ნომინალური მნიშვნელობით უნდა იქნას მიღებული: ეს არის ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეზე მუდმივად განვითარებადი პროგრესი, მუსიკა, რომელიც ჩვენს გონებასა და სხეულში უსიტყვოდ საუბრობს გარშემო არსებულ ცვლილებებზე. ესაა ალბომი, რომელიც სხვადასხვა გარემოებების ასახვასთან ერთად, პასუხობს მათ და გარდაქმნის კიდეც…
უყურეთ და მოისმინეთ: