CES Records Youtube-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს. ნამუშევარი ალბომის „Dust – If strangers“ ვიზუალური გამოხმაურებაა, რომელიც კარანტინის პირველი ტალღის დროს CES Records-ის ალბომების სიას შეუერთდა. მუსიკის პირველი მონახაზები ანუშკა ჩხეიძემ და ნაზი ჭავჭავაძემ შექმნეს, რასაც DAVA და Elly Ann-ის მუსიკალური დეტალები დაემატა. მინიმალისტური კომპოზიცია Fear & Rust შიშებზე და ემოციურ სიცარიელეებზე მოგვითხრობს, რომელიც ვუზუალურად ქვის, წყლის და ხის სტრუქტურების ფორმებით გამოიხატება. ვიდეოში პერსონაჟი Shell Lady ამ სტრუქტურებთან ერთად თანაცხოვრობს, მათ ფორმებს იმეორებს და თვითონ აძლევს ემოციურ ფუნქციას საგნებს, რომელიც ზოგჯერ მხედველობის მიღმა რჩება.

მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე, ნაზი ჭავჭავაძე, ნინო დავაძე, ანკა ოდიშერიძე

ვიდეო: ანა სვანიძე, ნინო დავაძე

მონტაჟი: მარიამ ებანოიძე, ანა სვანიძე

ალბომი: Dust, If Strangers ლეიბლი: CES Records

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *