ბეთხო ახალ კომპოზიციას 1948 აქვეყნებს, ზუსტად 72 წლის შემდე, რაც 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს “ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციას” კაცობრიობის თანასწორი და ბედნიერი მომავლისთვის. სწორედ ეს დეკლარაცია და Max Richter-ის პროექტი გახდა შთაგონება ქართველი მუსიკოსთვის.
“ამ ვიდეოს შექმნა შთამაგონა მაქს რიხტერის პროექტმა, რომელიც ამ დეკლარაციას შეეხება. პროექტის ავტორის მიზანია მეტ ადამიანს გააცნოს ეს დეკლარაცია და ნათელი მომავლის იმედი ჩაგვისახოს. მომავლის იმედი ხომ ის არის, რაც ყველას გვჭირდება. განსაკუთრებით ახლა. ყოველთვის მინდოდა ჩემი მუსიკა მნიშვნელოვანი იდეის ან მიზნის ნაწილი ყოფილიყო. მაქს რიხტერის პროექტმა მიბიძგა ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თანასწორობის აღიარებისა და პატივისცემის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ამ ვიდეოთი და კომპოზიციით გამომეხატა და ამ გზით მისი წამოწყების მხარდამჭერი გავმხდარიყავი. – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
მოუსმინეთ: