IKEA (2010)

You’ll Always Find Me In The Kitchen At Parties

1980 წელს ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯონა ლევიმ დაწერა სიმღერა You’ll Always Find Me In The Kitchen At Parties,  რომელიც თავისი დასამახსოვრებელი მელოდიით და ტექსტით ყველაზე პოპულარული ნამუშევარი აღმოჩნდა ავტორის შემოქმედებაში. 30 წლის შემდეგ კი იგივე სიმღერის ქავერ ვერსიაზე, რომელსაც Men Like Me ასრულებს, იკეას სარეკლამო რგოლია აგებული. მოქმედება ვითარდება სახლში, რომლის ყველა ოთახი სამზარეულოა და რა თქმა უნდა, წვეულების ყველა სტუმარსაც სამზარეულოში უწევს ყოფნა. ვიდეოს ერთ-ერთი პერსონაჟი თავად ჯონა ლევიცაა. 

We’re the Superhumans (2016)

“Yes I Can”

We’re the Superhumans ბრიტანული ტელევიზიის Channel 4-ის სატელევიზიო რეკლამაა, რომელიც რიოს 2016 წლის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე მაუწყებლობის დასაპრომოუშენებლად მომზადაა. ფესტივალში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სპორტულ კონკურსს, მონაწილეობენ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე“ ათლეტები. ვიდეოს საუნდტრეკი მე-20 საუკუნის ამერიკელი მუსიკოსის Sammy Davis Jr. ის სიმღერის – “Yes I Can” – ქავერია, რომელისაც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ასრულებს. რეკლამა 2017 წელს კანის ლომების გამარჯვებული გახდა.

“Heineken” (2011)

The Asteroids Galaxy Tour – The Golden age

დანიური ინდი პოპ ჯგუფი The Asteroids Galaxy Tour 2009 წელს სადებიუტო ალბომამდე რამდენიმე დღით ადრე აქვეყნებს სინგლს The Golden age, რომელიც 2 წლის შემდეგ ჰაინეკენის საუნდად იქცევა. რეკლამაში კომპოზიციას თავად The Asteroids Galaxy Tour ასრულებს.

Google Year in Search (2012) 

Kodaline –  All I Want

Google-ის წლის შემაჯამებელი ტრადიციული ვიდეოებით ცხადია, რომ ბოლო დეკადაში არცერთი წელი ისეთი უცნაური არ ყოფილა როგორც 2020, მაგრამ ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. არც 2012-ია გამონაკლისი, რომლის ისტორიასაც google ჩვეული ემოციურობით ყვება, ამაში კი ირლანდიური როკ ბენდის Kodaline-ის მუსიკა ეხმარება. ჯგუფმა, რომელიც მანამდე ცნობილი იყო 21 Demands-ის სახელით ზუსტად 2012 წელს შეიცვალა სახელწოდება და Kodaline. უშუალოდ, კომპოზიციას All I Want მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს. ალბათ ამიტომაც შეირჩა 2012-ის შემაჯამებლად, რომელიც თითქოს აპოკალიპტური წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს როლი 2020-მა იკისრა.

Miss Dior (2015)

Piece of My Heart

2010-იანები ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ვინტაჟური დეკადაც იქნება 21-ე საუკუნეში. წინა საუკუნის ტრენდებში, წარმოდგენებსა და განწყობებში ქექვა ბოლო ათწლეულში საკმაოდ პოპულარული იყო. ეს უამრავ სარეკლამო რგოლშიც აისახება, რომლებშიც რეჟისორები ძველ მუსიკას იყენებენ, მათ შორის ერთერთია dior-ის 2015 წლის ვიდეო, რომელსაც საუნდტრეკად ჯენის ჯოპლინის ხმა გასდევს.

Apple HomePod – Welcome Home (2018)

Anderson .Paak – Till it’s over

2018 წელს FKA twigs მსახიობად გვევლინება Apple HomePod-ის რეკლამაში. მუსიკა ამერიკელ რეპერსა და პროდუსერს Anderson paak-ს ეკუთვნის. ვიდეო მოგვითხრობს თავგადასავლის შესახებ, რომელიც სახლში ვითარდება რთული და დამღლელი დღის შემდეგ. რეჟისორი – Spike Jonze

Zadig & Voltaire fragrance(2016) 

The Avener – You Belong

Zadig & Voltaire 2016 წელს ახალ არომატს ახალი ვიდეოთი აანონსებს, რომელშიც გამოყენებულია ფრანგიდიფ ჰაუს და ელექტრო პროდუსიერის The Avener-ის ლაურა გიბსონთან კოლაბორაციული კომპოზიცია You belong. 

Boss (2018)

Ólafur Arnalds – brim

ჰუგო ბოსის 2018 წლის პარფიუმის რეკლამაში, მოქმედება საკონცერტო დარბაზში ვითარდება. თავარი პერსონაჟები სავსე დარბაზში უსმენენ მუსიკას, რომელიც როალზე სრულდება. კომპოზიცია brim ისლანდიელ მულტიინსტრუმენტალისტს, Ólafur Arnalds-ს ეკუთვნის.

Spotify (2019)

Sia – Elastic Heart

რა მუსიკა უნდა ისმოდეს თავად Spotify-ს რეკლამაში?  ვიდეო ასახავს თუ როგორ ვერ წყდებიან მანქანაში მუსიკის მოსმენას ადამიანები, რომელთა მგზავრობაც წესით დასრულდა. სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი მყოფი პერსონაჟები, რომლებსაც მანქანის გარეთ ელოდებიან, არჩევენ რომ ბოლომდე ან განმეორებით მოისმინონ  Sia-ს Elastic Heart უსმენს.

AirPods Max — Journey into Sound (2020)

Cid Rim – Polarizer

როცა კომერციულ ვიდეოებზე და მუსიკაზეა ლაპარაკი ალბათ საინტერესოა როგორ საუნდებს იყენებენ, ისეთი პროდუქტების რეკლამებში, რომელიც უშუალო კავშირშია სმენასთან. 2020 წელს airpods max – ის რეკლამას „ხმებში მოგზაურობას“ არქმევს და კოსმიური თავგადასავალის ხმად ავსტრიელი ელექტრონული მუსიკოსის Cid Rim- ის Polarizer-ს იყენებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

Balenciaga (2020)

Music: Tom Hodge

ბალენსიაგამ 2020 წლის შემოდგომის კამპანიის ვიდეო გამოაქვეყნა მთავარი მესიჯით – „live to love”. მუსიკა ბრიტანელ კლასიკურ-ექსპერიმენტულ მუსიკოსს, ტომ ჰოჯს ეკუთვნის, რომელიც ხშირად მუშაობს ფილმებისა და რეკლამების საუნდებზე. ამ შემთხვევაში მისი ნამუშევარი თავისი დრამატურგიული განვითარებით, სიმებიანი საკრავის, კლავიშის და ნაზი სინთეზური ხმების შერწყმით, საკმაოდ ემოციურია და ყვება ამბავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. კულმინაცია კი ძალიან დიდხანს გრძელდება. ბოლომდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *