ამერიკელი რეპერი Scott Ramon Seguro Mescudi, სასცენო სახელით Kid Cudi, ახალ ალბომს The Chosen ავრცელებს.
ალბომი Man On The Moon ტრილოგიის მესამე ნაწილია. პირველი ნაწილი The End Of The Day 2009წელს , ხოლო მეორე ნაწილი The Legend Of Mr. Rager 2010 წელს გამოიცა.

36 წლის რეპერი ახალი ალბომის კონტექსტზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს :
” ბოლო 10 წლის განმავლობაში, Scott Mascudi-მ ჯოჯოხეთი და სიბნელე გამოიარა. მას შემდეგ რაც იგრძნო,რომ მისი სიცოცხლე დამთავრდა,მან კვლავ იპოვა იმედი და გადალახა სიბნელე,რომელიც უშხამავდა სიცოცხლეს. მაგრამ ბედნიერება სამუდადმოდ არ გრძელდება.სიმშვიდე ღამის კოშმარად გადაიქცევა. იგი კარგავს საკუთარ თავს და უმკლავდება იმ ტკივილს,რომელიც წლების განმავლობაში არ უგრძვნია. ერთ ღამეს,მან თვალი უნდა გაუსწოროს საკუთარ თავს და იბრძოლოს იმისთვის,რომ დაიბრუნოს საკუთარი სული ბოროტი Mr. Rager-ისგან.”

ალბომში შეხვდებით კოლაბორაციებს არტისტებთან : Pop Smoke; Skepta; Trippie Redd;



რეპერი ასევე ავრცელებს ვიდეორგოლს სიმღერაზე She Knows This

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *