Discostan Records ლოს-ანჯელესში არსებული კოლექტივი და მუსიკალური ლეიბლია, რომელიც ცდილობს ბეირუთიდან-ბანგკოკამდე, ბომბეის გავლით გაბნეული სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილო აფრიკის მუსიკალური, უცნობი მარგალიტები ერთ სივრცეში მოაქციოს და ახლებურად გაგვაცნოს.
“We welcome all disco lovers on board our flight around the world”
“Disco Se Aagay” (დისკოს მიღმა) 1984 წელს 14 წლის Nermin Niazi-სა და მისი 19 წლის ძმა Feisal-ის მიერ, ბირმინგემში, საზაფხულო სკოლაში ჩაიწერა.
პაკისტანური მემკვიდრეობისა და სინთი-პოპის საინტერესო სინთეზი, მეორედ, მზის სინათლეს 22 იანვარს იხილავს.
10 ტრეკისაგან შემდგარი LP-ის წინასწარ შეკვეთას bandcamp-ზე შეძლებთ.
მანამდე კი ერთ-ერთ კომპოზიციას “Sari Sari Raat” მოუსმინეთ აქ.