ცერემონია წელს 31 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კალიფორნიაში გამძფრებული კოვიდ-პრობლემების გამო გრემის დაჯილდოება 14 მარტს გაიმართება. წლევანდელი გლობალური მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისედაც პამდემიაში დამკვიდრებული სტანდარტებით იყო დაგეგმილი. შოუ ციფრულ რეჟიმში, აუდიტორიის დისტანციური ჩართვის ფონზე ონლაინ რეჟიმში დააჯილდოვებს გამარჯვებულებს. თვითონ დაჯილდოებას კი სამხრეთ აფრიკელი კომიკოსი, მსახიობი, ტელეწამყვანი და კომენტატორი Trevor Noah უმასპინძლებს.

საკმაოდ მძიმე და ინტენსიური წლის შემდეგ, წლევანდელი “გრემის” ყურადღების ცენტრში 9 ნომინაციით Beyonce მოექცა. სინგლი “Black Parade”, რომლითაც მუსიკოსმა “Black Live Metters” პროპაგანდა გააძლიერა, რამდენიმე კატეგორიაშია ნომინირებული. Dua Lipa, Tailor Swift, Megan Three Stallion – წლევანდელი ტენდენციები ცხადია, რომ მუსიკის ინდუსტრიაში ფემინისტურ ღირებულებებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

აღსანიშნავია, რომ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოება, ისევე როგორც “ოსკარის”-ის წლის მოვლენა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო თებერვალსა და მარტში გადაიდო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *