ნიქ ქეივსა და მის ბენდს, The Bad Seeds, 2020 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდათ ტური, რომელიც 2021 წლისთვის გადაიდო და შემდეგ გაუქმდა. ქეივმა თავის ბლოგში, Red Hand Files, სადაც გულშემატკივრებს წერილების საშუალებით ესაუბრება, აღნიშნა, რომ ტურის გაუქმება მათთვის დიდი იმედგაცრუება იყო და აპირებს ახალი ჩანაწერის შექმნას. როგორც ჩანს, არტისტმა პირობა შეასრულა.
7 იანვარს, ქეივმა ბლოგზე ახალი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ უორენ ელისსა და Bad Seeds-თან ერთად ალბომზე მუშაობა დაასრულა:
“Anyway, as promised in my last issue, I did go into studio – with Warren – to make a record.
It’s called CARNAGE.”
არტისტს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, შესაბამისად არავინ იცის როდის უნდა ველოდოთ ალბომის გამოქვეყნებას.