შვედი მომღერალი, პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტი, პროექტ “Sailor & I”-ის ავტორი Alexander Sjödin-ი კიდევ ერთი ახალი სინგლით ბრუნდება.

“Call to Arms” ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც არტისტის მეორე ალბომის “Diving For Lost Treasure”-ის უკანასკნელი თიზერია და ბერლინში დაფუძნებული Get Physical Music-ის შვილობილ ლეიბლზე, METAPHYSICAL-ზე გამოქვეყნდა.

3 წუთში მოქცეული საკმაოდ ემოციური “მოგზაურობა”. გამორჩეული ვოკალით გაფერადებული ინდი-ელექტრონიკა, რომლის მოსმენაც უკვე არაერთ ფლატფორმაზე არის შესაძლებელი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *