Როგორ შეიძლება წავიკითხოთ მისი სახელი, აუდიო თეატრალურ წარმოდგენას გულისხმობს თუ მიწით კვებას? Როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს, ამიტომაც ასეთი Საინტერესო სიტყვათა თამაში ერთ სახელში მშვენიერი გადაწყვეტილებაა. Და მაინც როგორ იკითხება Earteater? თუ პირდაპირ მიწის მჭამელად ვთარგმით სულაც არ იქნება უშინაარსო. რადგან არტისტის მუსიკალური ემოციები, მთლიანად ინსპირირებულია ლანდშაპტებით. . Ალბომის სახელსაც თუ დავაკვირდებით: Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არტისტს მიჭის მჭამელი ჰქვია. თუმცა მე რატომღაც თავიდან ყურის თეატრთან დავაკავშირე და აზრს მოკლებული ესეც არ მგონია. რადგან ვფიქრობ, ალბომში არსებული კომპოზიციები ბგერების წარმოდგენაა.
2020 წელი საკმაოდ მძიმე და ამავდროულად საინტერესო პერიოდი იყო. იზოლაციისა და კარანტინის პირობებში არტისტები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ ალბომებს. მათ შესაძლებლობა მიეცათ განმარტოებულიყვნენ. Ჩამოშორებოდნენ ყოველგვარ სოციალიზაციასა თუ ყოველდღიურობას და საკუთარ თავთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. ეს ერთგვარ ინპსირაციად იქცა ალექსანდრა დრევჩინისთვისაც და დაახლოებით ათკვირიანი პერიოდი მთლიანად გამოიყენა მუსიკალური ალბომისთვის, რომელიც საკმაოდ ძლიერ ნამუშევრად შეფასდა.
ალბომი შედგება 13 კომპოზიციისგან და მასში გაერთიანებულია ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, გიტარა და ალექსანდას ვოკალი, რომელიც მთლიანობაში ძალიან ექსპერიმენტულ ჟღერადობას ქმნის. კრებულის პირველი ნახევარი ვფიქრობ, ალბომის გამორჩეული მხარეა. Განსაკუთრებით საინტერესოა Kiss of the phoenix, რომელშიც ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს ემბიენთ ჟღერადობა, რომანტიული ბგერები, გიტარა, ზარები და და სხვადასხვა ფხაჭნის მსგავსი ეფექტი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება კომპოზიციაში და ექსპერიმენტალურ ჟღერადობას აძლევს მას. განსხვავებით VOLCANO-სგან, რომელიც პოპის მსგავსი შესავლით იწყება.
ალბომი არის საკმაოდ მიმზიდველი, ავანგარდული, ფოკლტრონიკული ჟღერადობის, შერწყმული ორკესთრთან, რაც ალბომს არტისტის სხვა ნამუშევრებზე მეტად განსაკუთრებულს ხდის.