ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური პორტალი და ინტერნეტ-მარკეტი Discogs-ი, კომპანიის წლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
გლობალური პანდემიისა და მუსიკალური ღონისძიებების შეჩერების ფონზე, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, გასულ წელს კომპანიამ გაყიდვების 35,78 პროცენტიანი მატება დააფიქსირა.
როგორც ჩანს შიდა-იზოლაციებმა და სხვა გარემო ფაქტორებმა, ფიზიკური ერთეულებისადმი მელომანების ინტერესი საგრძნობლად გაზარდა, შედეგად კი ვებ-გვერდზე 11 961 998 ვინილი იქნა გაყიდული, რაც 2019 წლის მონაცემს 40.75%-ით აღემატება.
2020 წლის ყველაზე გაყიდვადი ფირფიტების ხუთეული:
- Billie Eilish – Live At Third Man Records
- Nujabes – Modal Soul
- David Bowie – The Rise And Fall Of Ziggy Stardust And The Spiders From Mars
- Daft Punk – Random Access Memories
- Peggy Gou – Moment EP